უდაბნო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავუკავშირე ჩამოთლილი უდაბნოები შესაბამის ბმულებს.
ErekleCH-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 34:
 
აფრიკისა და არაბეთის სუბტროპიკული და ტროპიკული შიგაკონტინენტურ უდაბნოებში ჭარბობს ქსეროფილური ბუჩქნარი და მრავალწლიანი ბალახეული, ხარობს სუკულენტები. ზომიერი სარტყლის უდაბნოებთან შედარებით სუბტროპიკული და ტროპიკული უდაბნოს მცენარეულობა უფრო მეჩხერია. განსაკუთრებით ღარიბია ქვიშიან-კენჭნარი უდაბნოს მცენარეულობა. ქვიშიან ბარხანებზე და მარილის ქერქით დაფარულეუბნებში მცენარეულობა არ ხარობს. მცენარეულობით მდიდარია ჩრდილოეთი ამერიკისა და ავსტრალიის სუბტროპიკული უდაბნოები. ისინი ახლოს დგას შუა აზიის უდაბნოებთან. ავსტარლიის ქვიშიანი უდაბნოების ედიფიკატორებია ხეშეში ქსეროფილური მარცვლოვნები — სპინიფექსი და კროტალარია. აქვე ქვიშიან სერებს შორის ხარობს დაბალტანიანი აკაცია და [[ევკალიპტი]]. სუბტროპიკული და ტროპიკული ოკეანისპირა უდაბნოებში (დასავლეთი საჰარა, ნამიბი, [[ატაკამა]], კალიფორნია, მექსიკა) გაბატონებულია სუკულენტური მცენარეულობა.
 
{| class="wikitable sortable"
|+ათი ყველაზე დიდი უდაბნო<ref>http://geology.com/records/largest-desert.shtml</ref>
!რანგი
!უდაბნო
!ფართობი (კმ<sup>2</sup>)
|-
|1
|[[Ანტარქტიდა|ანტარქტიკის უდაბნო]] (ანტარქტიდა)
|14,200,000
|-
|2
|[[Არქტიკა|არქტიკის უდაბნო]] (არქტიკა)
|13,900,000
|-
|3
|[[Საჰარა|საჰარას უდაბნო]] (აფრიკა)
|9,100,000
|-
|4
|[[Არაბეთის უდაბნო|არაბეთის უდაბნო]] (ახლო აღმოსავლეთი)
|2,600,000
|-
|5
|[[Გობის უდაბნო|გობის უდაბნო]] (აზია)
|1,300,000
|-
|6
|[[Პატაგონიის უდაბნო|პატაგონიის უდაბნო]] (სამხრეთ ამერიკა)
|670,000
|-
|7
|[[Ვიქტორიას დიდი უდაბნო|ვიქტორიას დიდი უდაბნო]] (ავსტრალია)
|647,000
|-
|8
|[[Კალაჰარი|კალაჰარის უდაბნო]] (აფრიკა)
|570,000
|-
|9
|[[Დიდი აუზის უდაბნო|დიდი აუზის უდაბნო]] (ჩრდ. ამერიკა)
|490,000
|-
|10
|[[Სირიის უდაბნო|სირიის უდაბნო]] (ახლო აღმოსავლეთი)
|490,000
|}
ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლები უდაბნოს მლაშობებში არის ჰალოფილური და სუკულენტური ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი ([[ტამარიქსი]], [[ნიტრარია]] და სხვა) და ერთწლიანი მლაშობურები. უდაბნოს ძირითადი მცენარეულობისაგან დიდან განსხვავდება ოაზისების, დიდ მდინარეთა ხეობებისა და დელტების ფიტოცენოზები. აზიის უდაბნოიან ზომიერი სარტყლის ხეობებისათვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხეების რაყები ([[ალვის ხე]], [[ტირიფი]] და სხვა), [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკული]] და [[ტროპიკული სარტყლები|ტროპიკული]] სარტყლების ხეობებისათვის — [[პალმები]] და [[ოლეანდრე|ოლეანდრები]].
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უდაბნო“-დან