მარტყოფის ღვთაების მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(176.221.199.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
[[ფაილი:Martkofi monastery.jpg|thumb|350px|<center>მარტყოფის ღვთაების მონასტრის ხედი<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''[[მარტყოფი|მარტყოფის]] ღვთაების მონასტერი''' — მონასტერი [[საქართველო]]ში, [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი|გარდაბნის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[მარტყოფი]]ს მახლობლად, [[თბილისი]]დან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ [[იალნოს ქედი|იალნოს ქედზე]]. '''ღვთაების მონასტერი''' დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა [[ანტონ მარტყოფელი]]ს მიერ [[VI საუკუნე]]ში.
 
ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს [[პლატონ იოსელიანი|პალტონ იოსელიანსაც]]. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა [[საქართველო|საქართველოში]] მოსული [[ასურელი მამები]]დან ერთ-ერთი, [[ანტონ მარტყოფელი]]. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად [[მარტყოფი]] მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.