აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
layout
ხაზი 1:
[[სურათი:Abkhazia princedom coa.jpg|thumb|აფხაზეთის სამთავროს გერბი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილიბატონიშვილის]] თანახმად]]
'''აფხაზეთის სამთავრო''', ფეოდალური სამთავრო XVII-XIX საუკუნეების [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]]. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV საუკუნის II ნახევარი) აფხაზეთი ოდიშის ([[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]]) სამთავროში შედიოდა. XVI საუკუნის ბოლოდან აფხაზმა ფეოდალებმა [[შარვაშიძეები|შარვაშიძეების]] მეთაურობით იწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით.
 
==გეოგრაფია==
აფხაზეთის სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი იყო მდინარე [[კოდორი]]. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გასაფართოებლად ებრძოდნენ [[დადიანები|დადიანებს]], ცდილობდნენ დაჰპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწაწყალსმიწა-წყალს მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ბოლოს, XVII საუკუნის მიწურულს შარვაშიძეებმა სამტავროსსამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს.
 
==ისტორია==
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას - კოდორსა და ღალიძგას შუა (აბჟუა), ყვაპუს - დალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში [[სამურზაყანო]] ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). ფორმალურად აფხაზეთის სამთავრო [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოში]] შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მტავარი (აფხაზურად - აჰ). მისი რეზიდენცია იყო სოფ. [[ლიხნი|ლიხნში]]. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისტას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), აბჟუა (მდინარე კოდორსა და დალიძგას შორის), სამურზაყანო (ახლანდელი გალის რაიონი) და წაბალდალი (წებელდის მხარე).
 
გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მტავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში - თავადი მარშანია. მტავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა.
 
მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა) თავადების გარდა, ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც (აამსთა). მათ შორის ყველაზე გამოჩენილი იყვნენ: მაანი (მარღანია), ლაკირბა, მიქანბა, ზვანბა და სხვა. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც. მტავრის ხელისუფლება ემყარებოდა ფეოდალურ ლაშქარს. მთავარს ჰყავდა აგრეთვე ახლო ნათესავებისა და ერთგული ხელქვეითებისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმეული, რომელსაც ''კიარაზი'' ეწოდებოდა. მტავრის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ყმა გლეხთა ბეგარა-გადასახადი შეადგენდა. მის ხაზინაშივე შედიოდა ჯარიმები (აიბარი), სავაჭრო ბაჟი, "ნებაყოფლობითი" საჩუქრები და სხვა.