მერაბ კოსტავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
მერაბი ძირითადად ბებია-პაპასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა, ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] სტუდენტებს პედაგოგიკასა და [[რუსული ენა|რუსულ ენას]] უკითხავდა. მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.
 
[[1946]] წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი [[თბილისის კლასიკური გიმნაზია]]). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი [[ზვიად გამსახურდია]]მ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა [[კონსტანტინე გამსახურდია]]მ.
 
მერაბ კოსტავა — მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა — სწავლას იწყებს [[ფალიაშვილი, ზაქარია|ზაქარია ფალიაშვილის]] სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს [[1958]] წელს და სწავლას აგრძელებს [[თბილისის კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში]]. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერაბ_კოსტავა“-დან