წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. აღმოსავლეთის კედლის გარდა მოხატულობა ორ რეგისტრადაა მოცემული. ზედა რეგისტრში ისტორიული თანმიმდევრობით განლაგებულია საუფლო დღესასწაულთა შვიდი სცენა. ქვედა რეგისტრში ფეხზე მდგომ წმინდანთა ფიგურები მოთავსებულია [[ფერწერა|ფერწერით]] შესრულებული დეკორატიული თაღნარის მოჩარჩოებაში. ეს მოტივი საქართველოს კედლის მხატვრობაში [[XIII საუკუნე|XIII ს]].-დან ვრცელდება. [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზების]] ფეხზე მდგარი ფიგურები კამარაზეა გადატანილი.
 
მხატვრობის ხასიათი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ჩამოშორება მონუმენტურობის პრინციპებისაგან (მცირე ზომის ფიგურებისგან აგებული კომპოზიციები, სამოსის დანაწევრებული, რამდენადმე დაწვრილმანებული ნახატი) მიუთითებს მის შესრულებაზე [[XIII საუკუნე|XIII ს]].-ის მეორე ნახევარში<ref>ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 60</ref>.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია]]
 
==ლიტერატურა==
* ''ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 60''
 
==რესურსები ინტერნეტში==
7,772

რედაქტირება