წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ტაძარი
|ტაძრის_სახელი=წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია
|სურათი=
|infobox_width=
|წარწერა=
|რაიონი=
|ადგილმდებარეობა=[[მესტიის მუნიციპალიტეტი]]
|ქვეყანა={{GEO}}
|ტიპი=ეკლესია
|ხუროთმოძღვრული_ტიპი=
|ხუროთმოძღვრული_სტილი=დარბაზული
|ფუნქციური_სტატუსი=
|თარიღდება=[[IX საუკუნე]]
|რელიგიური_წევრობა={{დროშა|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია}}
|გეო=
|რუკა_ტიპი=
|რუკა_ზომა=250
|გრძედი=
|განედი=
|რუკა_წარწერა=
|გეგმა=
|გეგმა_ზომა=
|გეგმა_წარწერა=
}}
'''წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი)''' — ეკლესია [[საქართველო]]ში, [[მესტიის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[წვირმი|წვირმში]].
 
ზაგარის უბანში მდებარე ეს ტაძარი აგებულია [[IX საუკუნე]]ში. იგი ყველაზე ადრეული ძეგლია სვანეთის ტაძრებს შორის. ამ მცირე ზომის ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართულის ინტერიერი აღმოსავლეთით სწორი კედლით მთავრდება, რომელსადაც გამოსახულია ვედრება. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშაა. ასეთი გაფორმება საქართველოში [[VII საუკუნე|VII ს.]]-ში დამკვიდრდა.
წვირმის თემის სოფელ ზაგარში მდებარე ეს ტაძარი აგებულია [[IX საუკუნე]]ში და ყველაზე ადრეული ძეგლია სვანეთის ტაძრებს შორის. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშაა. ასეთი გაფორმება საქართველოში VII ს-ში დამკვიდრდა. ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. მთავარანგელოზების ფეხზე მდგარი ფიგურები კი კამარაზეა გადატანილი.
 
== მოხატულობა ==
ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. აღმოსავლეთის კედლის გარდა მოხატულობა ორ რეგისტრადაა მოცემული. ზედა რეგისტრში ისტორიული თანმიმდევრობით განლაგებულია საუფლო დღესასწაულთა შვიდი სცენა. ქვედა რეგისტრში ფეხზე მდგომ წმინდანთა ფიგურები მოთავსებულია [[ფერწერა|ფერწერით]] შესრულებული დეკორატიული თაღნარის მოჩარჩოებაში. ეს მოტივი საქართველოს კედლის მხატვრობაში [[XIII საუკუნე|XIII ს]].-დან ვრცელდება. [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზების]] ფეხზე მდგარი ფიგურები კამარაზეა გადატანილი.
 
მხატვრობის ხასიათი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ჩამოშორება მონუმენტურობის პრინციპებისაგან (მცირე ზომის ფიგურებისგან აგებული კომპოზიციები, სამოსის დანაწევრებული, რამდენადმე დაწვრილმანებული ნახატი) მიუთითებს მის შესრულებაზე [[XIII საუკუნე|XIII ს]].-ის მეორე ნახევარში.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
ეკლესიის ორი დიდი საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი XII ს.-ში მოუჭედავთ ადგილობრივ სახელოსნოში ოქროში მოვარაყებული ვერცხლით. იგი ცალკეული გამოსახულებებითაა შემკული. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის საკურთევლისწინა [[ჯვარი|ჯვრებზე]] ხაზგასმულია ეკლესიის პატრონის გამოსახულება: ცენტრალურ ადგილას მოცემულია, სხვა გამოსახულებებისგან განსხვავებით, დიდი ზომის ფიგურა იმ წმინდანისა, რომლის სახელზედაც ნაკურთხია ეკლესია, რომლის სახელსაც ატარებს.
 
ეკლესიას, [[2006]] წლის [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.