ჰენრი სალივანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ჰენრი სალივანი დაიბადა [[მასაჩუსეტსი|მასაჩუსეტსში]], ბიზნესმენის ოჯახში. სალივანმა ცურვა დაიწყო რვა წლის ასაკში. პირველად სრუტეს გადაკვეთა სცადა [[1913]] წელს (ორი წლის შემდეგ, რაც [[ტომას უილიამ ბურჯესი]] გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც მოახერხა ლა-მანშის არხის გადაკვეთა), თუმცა მოუწია ცურვის შეწყვეტა საფრანგეთის ნაპირიდან 8 კილომეტრზე. [[1916]] წელს სალივანმა გადაუსწრო [[ჩარლზ ტოტი|ჩარლზ ტოტს]] (ანგარიშგასაწევი მოცურავე, რომელმაც [[1923]] წელს წარმატებით მოახერხა იგივე დისტანციის გადაცურვა), იცურა რა [[პროვინსთაუნი]]დან (მასაჩუსეტსი) [[ნანტუკე]]-მდე და დაამყარა ამერიკის რეკორდი განუწყვეტლად ცურვაში (20 საათი და 28 წუთი). მან კიდევ ორჯერ სცადა სრუტის გადაცურვა [[1920]] წელს, თუმცა მაინც ვერ მიაღწია მიზანს (საფრანგეთის სანაპირომდე მისვლამდე დააკლდა 2,4 კილომეტრი ტალღების გამო). [[1921]] წელს დააკლდა რვა კილომეტრი (19 საათის და 5 წუთის შემდეგ). [[1922]] წლის საცურაო სეზონზე ამინდის გამო სალივანმა ვერ იასპარეზა.
 
საბოლოოდ, სალივანმა მოახერხა ლა-მანშის სრუტის გადაცურვა [[1923]] წელს. ზღვა წყნარი იყო, ხოლო წყლის ტემპერატურა 17 °C. იგი ჩავიდა წყალში დოვერში 4 საათსა და 20 წუთზე, კვირას შუადღეს, 5 აგვისტოს და დაიწყო ცურვა. მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილამდე მინიმალური დისტანცია იყო 36 კილომეტრი, დინების გამო ჰენრი იძულებული გახდა გაეცურა მიახლოებით 92 კილომეტრი. იგი მივიდა საფრანგეთის ნაპირთან 6 აგვისტოს, საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე. მარათონის დამთავრეისთანავე, მან გაიარა ექიმის შემოწმება და მიიღო საკვები. იგი აპლოდისმენტებით გააცილა უამრავმა გულშემატკივარმა და მათ შორის [[არგენტინელები|არგენტინელმა]] მცურავმა — [[ენრიკე ტირაბოკი]]მ, რომელმაც სალივანის შემდეგ მალევე გადაცურა ეს სრუტე.
 
იმავე საცურაო სეზონზე ორმა მოცურავემ სცადა სრუტის გადაკვეთა. სარეკორდო დრო — 16 საათი და 33 წუთი დააფიქსირა ენრიკწ ტაირაბოკიმ, რომელმაც ცურვა საფრანგეთის მხრიდან დაიწყო. მეორე იყო ამერიკელი ჩარლზ ტოტი [[ბოსტონი]]დან, რომელმაც არხის გადაცურვა 16 საათსა და 40 წუთში მოახერხა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰენრი_სალივანი“-დან