იფხის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
 
იფხის დარბაზული ტაძარი აგებულია [[X საუკუნე|X საუკუნეში]]. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა ბიბლიური სცენებით. მოხატულობა, სავარაუდოდ, შესრულებულია X საუკუნეში <ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/210799/1/Moambe_1963_Tomi_XXX_N6.pdf შევიაკოვა ტ., სოფ. იფხის მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის (ჯგრაგ) ეკლესიის მხატვრობის თარიღის საკითხისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1963.ტ.XXX.-N6.გვ.829-836.]</ref>.
 
== მოხატულობა ==
იფხის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკები. ფირუზისფერი ფონი საკურთხევლის "ვედრების" კომპოზიციის ფონადაა გამოყენებული, რაც ამ სცენის აქცენტირებას უწყობს ხელს. ფონი მორთულია სტილიზებული ვარსკვლავების გამოსახულებით. ეს მოტივი ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში. თითქმის მთელი კონქი უჭირავს ქრისტეს ფიგურას. აქ "ვედრების" კომპოზიცია თავისებურადაა გადაწყვეტილი - ღვთისმშობლის და იოანეს ფიგურები დაპატარავებულია და შედარებით ქვემოთ სარკმლის გვერდებზეა მოცემული. ანგელოზების ფიგურეიკი, რომელიც ქრისტეს გვერდითაა გამოსახული უფრო მონუმენტურია. მათი აზიდული ფრთები კარგად ეწერება კონქის მოხაზულობაში (ეს კიდევ ერთხელ მინიშნებს სვანეთში მთავარგელოზთა კულტის განსაკუთრებულ პოპულარობაზე).
 
სამხრეთ კედელზე [[წმინდა გიორგი|წმინდა გიორგის]] (ტაძრის პატრონის) და [[წმინდა თეოდორე|წმინდა თევდორეს]] ქვეშ მოცემულია წმინდა მამების გამოსახულებანი, რომელიც საკურთხევლის ნაცვლად აქ მოათავსეს. ჩრდილოეთ კედლის ზედა რეგისტრში მოცემულია "შობა", ქვედა რეგისტრში კი "[[მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)|მიძინების]]" სცენა, ეს ორი სცენა ღვთისმშობლის ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს მომენტს ასახავს. დასავლეთ კედელზე მოცემული "ამაღლების" სცენა კი, ეხმაურება საკურთხევლის "ვედრებას" და საერთო ჯამში აძლიერებს მაცხოვრის დიდების საზეიმო განწყობილებას. აღმოსავლეთქრისტიანულ ტრადიციასთან კავშირზე მიუთეთებს იფხის მოხატულობის "[[შობა|შობის]]" სცენაში, დიდი ზომის ანგელოზის გამოსახულება, რომელმაც ერთ-ერთი სირიული [[აპოკრიფი|აპოკრიფის]] თანახმად ბეთლემამდე მიიყვანა მოგვები (იაკობ მცირის პროტოსახარების სირიული ხელნაწერი). იფხის მოხატულობის ნახატი შედარებით გართულებულია: ტეხილი ხაზების გვერდით, აქ დენადი ან სპირალურად დახვეული ხაზი ჩნდება, ნაკლებად ხისტია მოძრაობები, შედარებით შერბილებულია ცალკეული დეტალების უტრირებაც. აქედან გამომდინარე იფხის მოხატულობაში თავს იჩენს ის ტენდენციები, რომელიც ქართული კედლის მხატვრობის შემდგომი ევოლუციის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ.
 
იფხის მოხატულობა X-XI სს. მიჯნით შეიძლება დავათარიღოთ. მოხატულობაში ყურადღებას იპყრობს ერთი არატრადიციული დეტალი - "[[შობა|შობის]]" სცენაში მწყემსები და "ყრმის განბანვის" სცენაში კი მონაწილე ქალები შარავანდითაა გამოსახული, რაც პროვინციული წარმოშობის ოსტატის იკონოგრაფიული "თვითნებობად" შეიძლება მივიჩნიოთ. აცისა და იფხის მოხატულობათა მსგავსება წარმოშობს ვარაუდს, რომ შესაძლოა ის ერთი ოსტატის ხელწერას მიეკუთვნებოდეს, თუმცაღა სხვადასხვა პერიოდში იყოს შესრულებული. ყოველ შემთხვევაში ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ორი მხატვრობა ერთი ჰამქრიდან გამოსული მხატვრების მიერაა შესრულებული.
 
ეკლესიას, [[2006]] წლის [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
Line 35 ⟶ 42:
* [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/210799/1/Moambe_1963_Tomi_XXX_N6.pdfტ.,%20სოფ.%20იფხის%20მახლობლად%20მდებარე%20წმინდა%20გიორგის%20(ჯგრაგ)%20ეკლესიის%20მხატვრობის%20თარიღის%20საკითხისათვის,%20საქართველოს%20სსრ%20მეცნიერებათა%20აკადემიის%20მოამბე.%201963.ტ.XXX.-N6.გვ.829-836. შევიაკოვა ტ., სოფ. იფხის მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის (ჯგრაგ) ეკლესიის მხატვრობის თარიღის საკითხისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 1963.ტ.XXX.-N6. გვ. 829-836.]
* ყენია რ., ალადაშვილი ნ., ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი. თბ., 2000.გვ. 87.
*[https://www.qwelly.com/group/iconography/forum/topics/svanurixatwera სვანეთის ადრეული ფრესკული მოხატულობები]
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://memkvidreoba.gov.ge/WallArt/WallArt/3 იფხის წმინდა გიორგის ტაძარი, კულტურული მემკვიდრეობის პორტალი]
* [https://www.qwelly.com/group/iconography/forum/topics/svanurixatwera სვანეთის ადრეული ფრესკული მოხატულობები]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}