ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნესგუნის მოხატულობა ფიგურების მონუმენტურობით გამოირჩევა - ქრისტეს გვერდით წარმოდგენილი [[ანგელოზი|ანგელოზები]] კონქის გვერდებზეა მიწეული, რაც მაცხოვრის ფიგურას მონუმენტურობას უსვამს ხაზს. ტაძრის პატრონის - მაცხოვრის (ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა) მნიშვნელოვნებას ზრდის მეორე რეგისტრის ფიგურათა მცირე ზომაში გამოსახვა.
 
ნესგუნის ფიგურათა სილუეტებს გამარტივებული, გეომეტრიული, დანაწევრებული ხასიათი აქვს. სქემატური, ტეხილი, კუთხოვანი ხაზით იქმნება [[დრაპირება]], რომელიც ზოგჯერ განყენებულ გეომეტრიულ ნახატს ქმნის. ყოველგვარი მოდელირების გარეშე დადებული ფერადოვანი ლაქები, არ არღვევს ნახატის გრაფიკულ სიმკვეთრეს. ნესგუნის მხატვრობაში ყურადღებას იქცევს აღმოსავლური ტიპის სახეების ექსპრესიული გამომსახველობა, ფართოდ გახელილი [[თვალები|თვალებითა]] და ასიმეტრიულად გადმოცემული თვალის გუგებით. სახეებს სახასიათო, "გულუბრყვილო" გამომსახველობას ანიჭებს უწყვეტი ხაზით გადმოცემული წარბები და [[ცხვირი]]. მსგავს გამომსახველობით საშუალებებს ვხვდებით არმაზის [[კანკელი|კანკელზე]] (IX) საბერეების მოხატულობაში, VI-XIII საუკუნეების (ხანდისი) ქვის რელიეფებზე.
ადრეულ ტრადიციებთან კავშირზე მიუთითებს ღვთისმშობლის უშარავანდედოდ გამოსახვა და ყრმის ფრონტალური ჯდომა, მაგრამ ამასთან ერთად ნესგუნის მხატვრობა თვალსაჩინოს ხდის იმ მკაცრად მონუმენტურ სტილს, რომელიც ქართულ ფრესკულ მხატვრობაში [[X საუკუნე]]ში ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით კარგად გამოიხატა [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ძეგლებში.
 
7 772

რედაქტირება