ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
XII საუკუნეში, როდესაც განაახლეს აფსიდის დაზიანებული მოხატულობა, ამ დროისათვის მონუმენტურ მხატვრობაში ჩამოყალიბებული სისტემის შესაბამისად, კამარა და კედლები მთლიანად დაფარეს ფრესკებით. მოხატულობის ანსამბლის მხატვრული ერთიანობა, ცალკეული სცენების კომპოზიციური აგება, რომელიც ფიგურათა განლაგების და მოძრაობის გარკვეულ რიტმს ექვემდებარება და მასთან ერთად, მოქნილი და პლასტიკურად გამომხატველი ნახატი, არა მარტო ეპოქის ნიშნებს, არამედ, ამასთანავე, მაღალპროფესიული მხატვრის ხელს ამჟღავნებს.
 
ნესგუნის მოხატულობა ფიგურების მონუმენტურობით გამოირჩევა - ქრისტეს გვერდით წარმოდგენილი [[ანგელოზი|ანგელოზები]] კონქის გვერდებზეა მიწეული, რაც მაცხოვრის ფიგურას მონუმენტურობას უსვამს ხაზს. ტაძრის პატრონის - მაცხოვრის (ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა) მნიშვნელოვნებას ზრდის მეორე რეგისტრის ფიგურათა მცირე ზომაში გამოსახვა.
 
ნესგუნის ფიგურათა სილუეტებს გამარტივებული, გეომეტრიული, დანაწევრებული ხასიათი აქვს. სქემატური, ტეხილი, კუთხოვანი ხაზით იქმნება დრაპირება, რომელიც ზოგჯერ განყენებულ გეომეტრიულ ნახატს ქმნის. ყოველგვარი მოდელირების გარეშე დადებული ფერადოვანი ლაქები, არ არღვევს ნახატის გრაფიკულ სიმკვეთრეს. ნესგუნის მხატვრობაში ყურადღებას იქცევს აღმოსავლური ტიპის სახეების ექსპრესიული გამომსახველობა, ფართოდ გახელილი [[თვალები|თვალებითა]] და ასიმეტრიულად გადმოცემული თვალის გუგებით. სახეებს სახასიათო, "გულუბრყვილო" გამომსახველობას ანიჭებს უწყვეტი ხაზით გადმოცემული წარბები და [[ცხვირი]]. მსგავს გამომსახველობით საშუალებებს ვხვდებით არმაზის [[კანკელი|კანკელზე]] (IX) საბერეების მოხატულობაში, VI-XIII საუკუნეების (ხანდისი) ქვის რელიეფებზე.
ადრეულ ტრადიციებთან კავშირზე მიუთითებს ღვთისმშობლის უშარავანდედოდ გამოსახვა და ყრმის ფრონტალური ჯდომა, მაგრამ ამასთან ერთად ნესგუნის მხატვრობა თვალსაჩინოს ხდის იმ მკაცრად მონუმენტურ სტილს, რომელიც ქართულ ფრესკულ მხატვრობაში [[X საუკუნე]]ში ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით კარგად გამოიხატა [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ძეგლებში.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
*[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/25686/1/MasalebiSakartvelosKristianuliArqeologiisatvis.pdf ''ხვისტანი რ., ადრე შუასაუკუნეების მცირე პლასტიკის ნიმუშო სვანეთიდან, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.თბ., 2009, გვ.65-74.]''
* ''სილოგავა ვ. ქტიტორთა ფრესკული წარწერები ზემო სვანეთში, სვანეთი.I.-თბ.-1971.-გვ.43-74.''
* [https://www.qwelly.com/group/iconography/forum/topics/svanurixatwera ''სვანეთის ადრეული ფრესკული მოხატულობები'']
 
==რესურსები ინტერნეტში==
7 772

რედაქტირება