ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== მოხატულობა==
თავდაპირველად, [[X საუკუნეშისაუკუნე]]ში მხოლოდ საკურთხეველი შეამკეს მხატვრობით. აფსიდის ასომთავრული წარწერა გადმოგვცემს, რომ მხატვარმა გიორგიმ მოხატა "წმიდაი ესე საკურთხეველი" ბეშგენის სახსრებით - "პურითა და საფასითა". შედარებით უკეთ გაირჩევა მოციქულთა ფიგურები და ოდიტიგრიის ტიპის ჩვილედი ღმრთისმშობელი აფსიდის კედელზე. მოხატულობის სიბრტყობრივ-გრაფიკული ხასიათი, სამოსის ნაკეცების პირობითი, ორნამენტულ-დეკორატიული ნახატი, სახეთა და ჟესტების ხაზგასმული ექსპრესია თავისი დროის მხატვრულ მიდგომას ასახავს.
 
XII საუკუნეში, როდესაც განაახლეს აფსიდის დაზიანებული მოხატულობა, ამ დროისათვის მონუმენტურ მხატვრობაში ჩამოყალიბებული სისტემის შესაბამისად, კამარა და კედლები მთლიანად დაფარეს ფრესკებით. მოხატულობის ანსამბლის მხატვრული ერთიანობა, ცალკეული სცენების კომპოზიციური აგება, რომელიც ფიგურათა განლაგების და მოძრაობის გარკვეულ რიტმს ექვემდებარება და მასთან ერთად, მოქნილი და პლასტიკურად გამომხატველი ნახატი, არა მარტო ეპოქის ნიშნებს, არამედ, ამასთანავე, მაღალპროფესიული მხატვრის ხელს ამჟღავნებს.
*[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/25686/1/MasalebiSakartvelosKristianuliArqeologiisatvis.pdf ''ხვისტანი რ., ადრე შუასაუკუნეების მცირე პლასტიკის ნიმუშო სვანეთიდან, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.თბ., 2009, გვ.65-74.]''
* ''სილოგავა ვ. ქტიტორთა ფრესკული წარწერები ზემო სვანეთში, სვანეთი.I.-თბ.-1971.-გვ.43-74.''
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://www.dzeglebi.ge/statiebi/arqeologia/nesgunis_jvarii.html ნესგუნის ჯვარი]
 
==სქოლიო==
7 772

რედაქტირება