ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
1910 წელს ტაძარი მოინახულა [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმა]]. მან იმ დროისათვის იქ არსებული სიწმინდეები ვრცლად აღწერა ექსპედიციის მასალებში. ეკლესიაში დაცული ყოფილა დიდი ხის ჯვრები, დიდი ვერცხლის ფირფიტა [[ჯვარცმა|ჯვარცმის]] გამოსახულებით, ღმრთისმშობლის ხატი, [[მირქმა|მირქმის]], ღმრთისმშობლის და ჯვარცმის მცირე ზომის ხატები, მაცხოვრის ვერცხლის ხატები და წინასწარმეტყველ ელიას ვერცხლის ჭედური ხატი წარწერებით <ref>[http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/593/1/arqeologiuri%20eqspedicia.pdf თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314-318]</ref>.
 
=== ჯვრები ===
ეკლესიაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს კანკელის ანტამბლემენტზე ცენტრში აღმართული ოქროთი დაფერილი ვერცხლით მოჭედილი ჯვარი. თავისი ზომებით იგი კანკელის[[კანკელი]]ს ჯვრებისთვის ცოტა დიდია, მაგრამ ესეც, ალბათ, ითვალისწინებს ეკლესიის სიმაღლეს. მის გვერდით, ორივე მხარეს, თავდაპირველი ჯვრები იქნებოდა განლაგებული.
 
ჯვარმა დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. მას აკლია მოჭედილობის ნაწილი სიგრძივ მკლავებზე, ცენტრალური არის ქვემოთ, მხოლოდ ერთი გამოსახულებაა. მოგვიანებით ცარიელი ადგილი შეუვსიათ ფერწერული მინიატურით - [[ჯვარცმა|ჯვარცმის]] კომპოზიციით.
 
ჯვრის მოჭედილობა იმ ხანას მიეკუთვნება, როდესაც ახალი სკულპტურული გადაწყვეტის ძიების პროცესში, კვლავ განაგრძნობს არსებობას ძველი ეპოქის მხატვრული გააზრების ნიშნებიც. სიგრძივი მკლავის ზემოთა ნაწილზე წარმოდგენილია ღმრთისმშობელი სრული ტანით. [[ღმრთისმშობელი|ღმრთისმშობლის]] ეს ადრინდელი იკონოგრაფიული ტიპი ნაკლებადაა გავრცელებული სვანეთის ოქრომჭედლობაში, უმეტესად, ოდიტიგრიისა და ორანტის ტიპის გამოსახულებებია.
 
ფრონტალურად გამოსახულ ღმრთისმშობელს ტერფები პროფილში აქვს მოცემული, მისი სამოსის ნაოჭები ორნამენტულ-დეკორატიულ ხასიათს ატარებს.
იქვე, ტაძარში ინახება ამავე პერიოდის, შედარებით მცირე ზომის ჯვარი, რომელი იმავე ეპოქის ნიშნებს ამჟღავნებს, რაც პირველი ჯვრის მხატვრულ გადაწყვეტაში აღინიშნება. ორივე ჯვრის დამუშავებაში ნათლად შეიგრძნობა, რომ ოსტატისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუცნობელი და გაუგებარია. ეს შეეხება უპირველესად ჯვრის საერთო კომპოზიციის აგებას, რაც არ ითვალისწინებს ჯვრის მკლავების ერთიან შინაარსობრივ კავშირს. ორნამენტული დეკორით შემოფარგლული ფირფიტები (სხვადასხვა შინაარსისა და სხვადასხვა გამოსახულებით) ცალკეული ხატების მწკრივს წარმოადგენს ჯვრის მკლავებზე და აზრობრივად არ უკავშირდება ერთმანეთს.
 
მცირე ჯვარზე ცენტრი არ არის გამოყოფილი. სიგრძივ მკლავზე გამოსახული ქრისტეს ფიგურა ფარავს ჯვრის ცენტრალურ ნაწილს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანკელის ანტამბლემენტზე მოთავსებულ მთავარ ჯვარზე გამოსახულია ღმრთისმშობელი. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჯვრები შესრულებულია [[X საუკუნისსაუკუნე|X საუკუნი]]ს ადრეულ ეტაპზე<ref>ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 78-79</ref>.
 
ეკლესიას, [[2006]] წლის [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია]]
 
== ლიტერატურა ==
* '' ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ.,2000.-, გვ. 78-79.
* '' [http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/593/1/arqeologiuri%20eqspedicia.pdf თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314-318]
* ''ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.VII. თბ., 1984. გვ. 395.
*[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/25686/1/MasalebiSakartvelosKristianuliArqeologiisatvis.pdf ''ხვისტანი რ., ადრე შუასაუკუნეების მცირე პლასტიკის ნიმუშო სვანეთიდან, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.თბ., 2009, გვ.65-74.]''
* ''სილოგავა ვ. ქტიტორთა ფრესკული წარწერები ზემო სვანეთში, სვანეთი.I.-თბ.-1971.-გვ.43-74.''
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია]]
 
==სქოლიო==
7 772

რედაქტირება