ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
|გეგმა_წარწერა=
}}
'''ნესგუნის მაცხოვრის ტაძარი''' (სვანურად, ''მაცხვარ'') — ეკლესია [[საქართველო|საქართველოში]], [[მესტიის მუნიციპალიტეტი|მესტიის მუნიციპალიტეტის]] [[ლენჯერის თემი|ლენჯერის თემის]] სოფელ [[ნესგუნი|ნესგუნში]]. იგი ლენჯერის თემის ყველაზე ადრეული ეკლესიაა.
 
== არქიტექტურა ==
ტაძარი ნაგებია IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოყვითალო ფერის შირიმის კვადრატებით. იგი მოზრდილი, შვერილაფსიდიანი ნაგებობაა ამაღლებული პროპორციებითა და სადა, მონუმენტური ფორმებით. შესასვლელი მას დასავლეთიდან და სამხრეთიდანაც აქვს. ტაძარს სამხრეთით ჰქონია ეკვდერი, რომელიც შემდგომ მოუცილებიათ<ref name="">[http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/593/1/arqeologiuri%20eqspedicia.pdf თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314]</ref>. ეკლესიაში შემონახულია ქვის კანკელი.სვანეთის სხვა ეკლესიებთან შედარებით, ქვის კანკელი აქ გაცილებით მაღალია - როგორც ჩანს, ეკლესიის სიმაღლესთანაა შეფარდებული.
 
== მოხატულობა==
თავდაპირველად, X საუკუნეში მხოლოდ საკურთხეველი შეამკეს მხატვრობით. აფსიდის ასომთავრული წარწერა გადმოგვცემს, რომ მხატვარმა გიორგიმ მოხატა "წმიდაი ესე საკურთხეველი" ბეშგენის სახსრებით - "პურითა და საფასითა". შედარებით უკეთ გაირჩევა მოციქულთა ფიგურები და ოდიტიგრიის ტიპის ჩვილედი ღმრთისმშობელი აფსიდის კედელზე. მოხატულობის სიბრტყობრივ-გრაფიკული ხასიათი, სამოსის ნაკეცების პირობითი, ორნამენტულ-დეკორატიული ნახატი, სახეთა და ჟესტების ხაზგასმული ექსპრესია თავისი დროის მხატვრულ მიდგომას ასახავს.
 
XII საუკუნეში, როდესაც განაახლეს აფსიდის დაზიანებული მოხატულობა, ამ დროისათვის მონუმენტურ მხატვრობაში ჩამოყალიბებული სისტემის შესაბამისად, კამარა და კედლები მთლიანად დაფარეს ფრესკებით. მოხატულობის ანსამბლის მხატვრული ერთიანობა, ცალკეული სცენების კომპოზიციური აგება, რომელიც ფიგურათა განლაგების და მოძრაობის გარკვეულ რიტმს ექვემდებარება და მასთან ერთად, მოქნილი და პლასტიკურად გამომხატველი ნახატი, არა მარტო ეპოქის ნიშნებს, არამედ, ამასთანავე, მაღალპროფესიული მხატვრის ხელს ამჟღავნებს.
 
ნესგუნის მცირე ზომის დარბაზული ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეების მიჯნაზე. ინტერიერი [[XII საუკუნე]]შია მოხატული. ფრესკებზე გვხვდება ნუსხურნარევი და ასომთავრული წარწერები. ეკლესიაში შემონახულია ქვის კანკელი. ტაძარს სამხრეთით ჰქონია ეკვდერი, რომელიც შემდგომ მოუცილებიათ<ref name="">[http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/593/1/arqeologiuri%20eqspedicia.pdf თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314]</ref>.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
1910 წელს ტაძარი მოინახულა [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმა]]. მან იმ დროისათვის იქ არსებული სიწმინდეები ვრცლად აღწერა ექსპედიციის მასალებში. ეკლესიაში დაცული ყოფილა დიდი ხის ჯვრები, დიდი ვერცხლის ფირფიტა [[ჯვარცმა|ჯვარცმის]] გამოსახულებით, ღმრთისმშობლის ხატი, [[მირქმა|მირქმის]], ღმრთისმშობლის და ჯვარცმის მცირე ზომის ხატები, მაცხოვრის ვერცხლის ხატები და წინასწარმეტყველ ელიას ვერცხლის ჭედური ხატი წარწერებით <ref>[http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/593/1/arqeologiuri%20eqspedicia.pdf თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314-318]</ref>.
 
ეკლესიაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს კანკელის ანტამბლემენტზე ცენტრში აღმართული ოქროთი დაფერილი ვერცხლით მოჭედილი ჯვარი. თავისი ზომებით იგი კანკელის ჯვრებისთვის ცოტა დიდია, მაგრამ ესეც, ალბათ, ითვალისწინებს ეკლესიის სიმაღლეს. მის გვერდით, ორივე მხარეს, თავდაპირველი ჯვრები იქნებოდა განლაგებული.
 
ჯვარმა დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. მას აკლია მოჭედილობის ნაწილი სიგრძივ მკლავებზე, ცენტრალური არის ქვემოთ, მხოლოდ ერთი გამოსახულებაა. მოგვიანებით ცარიელი ადგილი შეუვსიათ ფერწერული მინიატურით - ჯვარცმის კომპოზიციით.
 
ჯვრის მოჭედილობა იმ ხანას მიეკუთვნება, როდესაც ახალი სკულპტურული გადაწყვეტის ძიების პროცესში, კვლავ განაგრძნობს არსებობას ძველი ეპოქის მხატვრული გააზრების ნიშნებიც. სიგრძივი მკლავის ზემოთა ნაწილზე წარმოდგენილია ღმრთისმშობელი სრული ტანით. ღმრთისმშობლის ეს ადრინდელი იკონოგრაფიული ტიპი ნაკლებადაა გავრცელებული სვანეთის ოქრომჭედლობაში, უმეტესად, ოდიტიგრიისა და ორანტის ტიპის გამოსახულებებია.
 
ფრონტალურად გამოსახულ ღმრთისმშობელს ტერფები პროფილში აქვს მოცემული, მისი სამოსის ნაოჭები ორნამენტულ-დეკორატიულ ხასიათს ატარებს.
 
იქვე, ტაძარში ინახება ამავე პერიოდის, შედარებით მცირე ზომის ჯვარი, რომელი იმავე ეპოქის ნიშნებს ამჟღავნებს, რაც პირველი ჯვრის მხატვრულ გადაწყვეტაში აღინიშნება. ორივე ჯვრის დამუშავებაში ნათლად შეიგრძნობა, რომ ოსტატისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუცნობელი და გაუგებარია. ეს შეეხება უპირველესად ჯვრის საერთო კომპოზიციის აგებას, რაც არ ითვალისწინებს ჯვრის მკლავების ერთიან შინაარსობრივ კავშირს. ორნამენტული დეკორით შემოფარგლული ფირფიტები (სხვადასხვა შინაარსისა და სხვადასხვა გამოსახულებით) ცალკეული ხატების მწკრივს წარმოადგენს ჯვრის მკლავებზე და აზრობრივად არ უკავშირდება ერთმანეთს.
 
მცირე ჯვარზე ცენტრი არ არის გამოყოფილი. სიგრძივ მკლავზე გამოსახული ქრისტეს ფიგურა ფარავს ჯვრის ცენტრალურ ნაწილს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანკელის ანტამბლემენტზე მოთავსებულ მთავარ ჯვარზე გამოსახულია ღმრთისმშობელი. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჯვრები შესრულებულია X საუკუნის ადრეულ ეტაპზე.
 
ეკლესიას, [[2006]] წლის [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.