ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჟამუშის მაცხოვრის ტაძარი''' — [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ეკლესია ზემო სვანეთში, [[მესტიის მუნიციპალიტეტი]]ს მულახის თემის სოფელ [[ჟამუში|ჟამუშში]].
 
== მოხატულობა ==
ტაძარი ძველი კოშკებიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსში დგას. შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობა, სადაც საუფლო დღესასწაულთა სრული ციკლია წარმოდგენილი. ეკლესიაში დაცულია X საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი და XVI-XVII საუკუნეების ხატები, რომლებსაც ახლავს [[ასომთავრული]] ვრცელი წარწერები.
 
ტაძრის ხატთაგან ერთ-ერთი — მაცხოვრის ხატი შეუწირავს იმერთა მეფე [[გიორგი II (იმერეთის მეფე)|გიორგი II]]-ს. წარწერაში მოხსენიებულია მეფეთ მეფე გიორგი, დედოფალი რუსუდანი და ძე მათი ბაგრატი. ტახტის ორივე მხარეს, მარცხნივ მეფე და მარჯვნივ დედოფალი გამოსახულნი არიან სრული ტანით, გვირგვინებით, ქრისტესაკენ ვედრებით გაწვდილი ხელებით. დედოფლის ფეხებთან მოთავსებული წარწერა იხსენიებს ოქრომჭედელ ივანეს. გიორგი მეფეს ლატალის მაცხოვრისთვისაც შეუწირავს მაცხოვრის ხატი, სადაც ასევე დედოფალი რუსუდანი და მათი ძე ბაგრატია მოხსენებული.
 
ჟამუშის ეკლესიის მაცხოვრის მეორე ხატის წარწერა იხსენიებს [[გედეონ მაჭავარიანი|გედეონ მაჭავარიანს]], რომელიც შესთხოვს მულახის მაცხოვარს, განაძლიეროს მეფეთმეფობა გიორგისა. მაგრამ გიორგისთან ერთად მოხსენიებულია უკვე მისი მეორე მეუღლე დედოფალთ დედოფალი თამარი და მათი ძე ალექსანდრე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხატი გიორგის მიერ შეწირული ხატების შემდეგაა შესრულებული. იმერთა მეფის გიორგის ასეთი ძვირფასი შენაწირი იმერეთის სამეფოსა და სვანეთს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურია.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
7 772

რედაქტირება