ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ჭოხულდის მაცხოვრის ტაძარი''' — ეკლესია [[საქართველო|საქართველოში]], [[მესტიის მუნიციპალიტეტი|მესტიის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ჭოხულდი|ჭოხულდში]]. თარიღდება [[XI საუკუნე|XI საუკუნით]]. ინტერიერშიტაძრის წარმოდგენილიაფასადები [[შუანახევარსვეტებისაგან შემდგარი მსუბუქი დეკორატიული თაღნარითაა გაფორმებული. განსაკუთრებით მდიდრულადაა შემკული დასავლეთის ფასადი, რომლის საუკუნეები|შუა საუკუნეების]]თაღი გვერდით თაღებთან შედარებით ამაღებულია, ხოლო ქვემოთ მის მოხაზულობას შესასვლელის ტიმპანის ფრესკულიშემომსაზღვრელი მხატვრობათაღი წარწერებითურთიმეორებს.
 
== მოხატულობა ==
ეკლესია XIII საუკუნეშია მოხატული ადგილობრივ სახელოსნოში განსწავლული ოსტატის მიერ, მისთვის დამახასიათებელი წერის რამდენადმე გამარტივებული მანერით და სახეთა თავისებური უშუალო გამომხატველობით. ამ მოხატულობის ფიგურები და განსაკუთრებით მათი სახეები გვაგონებს თანღილის მოხატულობის გამოსახულებებს. XI-XII საუკუნეების [[ფრესკა|ფრესკებთან]] შედარებით, სამოსის ნაკეცების ნახატი უფრო დანაწევრებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შენარჩუნებულია ლოკალური, ფერადოვანი ლაქის მნიშვნელობა. კოლორიტი ჟღერადი ფერების - მოწითალო-ყავიფრის, ყვითლისა და ნაცრისფრის შეხამებითაა აგებული.
 
საკურთხეველში მოცემულია ვედრების კომპოზიციის ვრცელი რედაქცია - ანგელოზთა დასის გამოსახულებით, რომელიც გავრცელებული იყო XII-XIII საუკუნეების [[სვანეთი]]ს კედლის მხატვრობაში<ref>ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 90</ref>.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
ეკლესიაში ინახება მცირე ზომის წმ. მთავარანგელოზის XIII ს.-ის ხატი, გამოსახული სრული ტანით. სახე მთლიანად ჩაჭეჭყილია.
 
ეკლესიას, [[2006]] წლის [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
==ლიტერატურა==
* ''ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), თბ., 1980, გვ. 128''
* ''ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 90''
 
==სქოლიო==
7 772

რედაქტირება