ბავრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გეგმა_წარწერა=
}}
'''ბავრის ტაძარი''' — ეკლესია საქართველოში, [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ბავრა|ბავრაში]]. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და, დათარიღებულია [[X საუკუნე|X საუკუნით]]. ნაგებია მონაცისფრო და მოწითალო ფერის ანდეზიტური [[ტუფი|ტუფის]] კარგად დამუშავებული კვადრატებით<ref>ხარაძე კ., სოფელი ბავრა, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ, 2003, გვ.48</ref>. მიშენებული აქვს სამხრეთის კარიბჭე. აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახული ბარელიეფი ([[დანიელი]] ლომთა ხაროში) და მის ქვეშ ასომთავრული წარწერაა "ქრისტე ადიდე სოფრონ". ასომთავრული წარწერა დასავლეთის ფასადზეცაა: "სახელითა ღმრთისაჲთა აეგო ესე ეკლესია წმიდაჲ სოფრონს ქონქოლს". ამრიგად, წარწერაში ძეგლის მშენებლებად მოხსენიებულია [[სოფრონ ქონქოლას ძე]]<ref>საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007, გვ. 125</ref>. ეკლესიის ეზოში დაცულია რამდენიმე ძველი საფლავის ქვა.
 
ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია.<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>
7 772

რედაქტირება