კოჭიოს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
'''კოჭიოს ტაძარი''' — [[X საუკუნე|X საუკუნის]] ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი [[საქართველო]]ში, [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[კოჭიო]]ში.
 
ტაძარი [[დარბაზული ეკლესია|დარბაზული]] ტიპისაა. კედლები და კამარა ამოყვანილია ადგილობრივი მოწითალო ფერის კარგად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადის სარკმლები, აგრეთვე ინტერიერში ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების სვეტების თავები, რომლებზედაც შუა საბჯენი თაღია ამოყვანილი, მოჩუქურთმებულია. საშენი მასალით, შესრულების მაღალი ტექნიკითა და ორიგინალური არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებით ეკლესია [[ჯავახეთი|ჯავახეთის]] [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] X საუკუნის ძეგლებს უკავშირდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე [[ჯვარი|ჯვარია]] ამოკვეთილი. ფასადებზე გვხვდება [[ბარელიეფი|ბარელიეფებიც]]. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ეკლესიის შესასვლელი ყოფილა. დასავლეთის კარი ახლა ამოქოლილია. სახურავი მთლიანად მოცლილი აქვს, ხოლო სამხრეთის კედლის ზედა ნაწილი მონგრეულია. ეკლესიის ეზო სავსეა ძველი საფლავის ქვებით. ერთ-ერთ მათგანზე ამოკვეთილია წარწერები<ref>ხარაძე კ., სოფელი კაჭიო (კოჭიო), ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ., 2003, გვ. 37</ref>.
 
ეკლესიას [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოჭიოს_ეკლესია“-დან