საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია''' — ეკლესია [[საქართველო]]ში. მდებარეობს [[ლენტეხის მუნიციპალიტეტი|ლენტეხის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[საყდარი (სოფელი)|საყდარში]]. ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა, აგებულია სოფლის განაპირას, თარიღდება XV-XVI საუკუნეებით. ტაძარშიდარბაზი ნაწილობრივაადანაწევრებულია შემორჩენილიორი ფრესკულისაბჯენი მხატვრობა.თაღით და სამ-სამი კედლის თაღით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე.
 
== მოხატულობა ==
ეკლესია მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება (ვრცელი რედაქცია), აფსიდში - მსხვერპლის თაყვანისცემა, კამარის სამხრეთის ფერდზე - [[შობა]], მირქმა, ჩრდილოეთის ფერდზე - ხარება, ნათლისღება, სამხრეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება, მეორე რეგისტრზე: წმ. [[წმინდა ბარბარე|ბარბარე]] და [[წმინდა მარინე|წმ. მარინე]], წმ. [[წმინდა თეოდორე|თევდორე]], ამაღლების კომპოზიციის ნაწილი. მესამე რეგისტრზე: წმ. მეომრის ორ-ორი ნახევარფიგურა, წმ. მარიამ მეგვიპტელი (დასავლეთის თაღი). ჩრდილოეთ კედელზე - პირელ რეგისტრზე: იერუსალიმში დიდებით შესვლა, მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან, მეორე რეგისტრზე; ლასია ქალაქის სასწაული, [[გიორგი|წმ. გიორგი]] აღმოსავლეთის თაღში, მესამე რეგისტრზე საქტიტორო გამოსახულებებია; დასავლეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე [[სულიწმიდის მოფენა]], მეორე რეგისტრზე - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა და [[ჯვარცმა]], მესამე რეგისტრზე, კარის აქეთ-იქით ქტიტორები<ref>ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, გვ. 213, თბ., 1998, გვ. 18</ref>.
 
== ტაძრის სიწმინდეები ==
 
== ლიტერატურა ==
* ''თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, გვ. 92-101.''
* ''შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. თბ.,2012. გვ.198''
* ''ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, გვ. 220, თბ., 1998, გვ. 213''
 
==სქოლიო==
7 772

რედაქტირება