გიორგი მალაშხია: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი ეკონომისტი, სოციოლოგი და ფილოსოფოსი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გიორგი მალაშხიას ბიოგრაფია
(განსხვავება არ არის)

12:40, 6 აგვისტო 2019-ის ვერსია

მალაშხია გიორგი (დაიბადა 1934 წლის 18 მარტს ს. ნაკიფუში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) არის ეკონომისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პუბლიცისტი და პოეტი, ეკონ. მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართელოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1975), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და სხვა დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიკოსი.

გიორგი მალაშხია არის 250-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. ის ასევე არის მრავალი პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე საქართველოსა და საზღვარგარეთ. სამეცნიერო ნაშრომებისათვის მას, გარდა სახელმწიფო პრემიისა, მიღებული აქვს დარგობრივი პრემიები ( 1977წ., 1999 წ., ორჯერ 2000წ.), მათ შორის ნაშრომის - "მეტაეკონომიკა-ეკონომიკის ფილოსოფია", როგორც ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიისათვის (1999 წ). გიორგი მალაშხია არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე საქართველოში და საზღვარგარეთ. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური თეორის, ეკონომოკურ-ფილოსოფიური და სოცალურ-ფილოსოფიური ფუნდამენტური პრობლემები; ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზირება; ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ჰუმანიზაცია და მისი წანამძღვრები.

სხვადასხვა დროს ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში ქვეყნდებოდა მისი ლექსები. 2016 წელს გამოიცა რჩეული ლექსების კრებული "სულის ამბოხი.ცხოვრების ფილოსოფია. ფიქრები ლექსებად“.

კარიერა

გიორგი მალაშხიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა 1957 წელს. 1957-1961 წწ. ის მუშაობდა ეკონომიკურ სამსახურში კურორტ წყალტუბოში. 1961-1964 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონ. ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1966 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1964- 2006 წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობაზე - უმცროს, უფროს მეცნიერ-თანმშრომლად, სექტორის, შემდეგ განყოფილების გამგედ, მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად; 2006 -2009 წწ. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1969 წ.-დან საქართველოს ტექნიკუერი უნივერსიტეტის პროფესორია. შეთავსებით ეწეოდა პედაგიგიურ საქმიანობას თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

წვლილი მეცნიერული აზრის განვითარებაში

ნაშრომით "მეტაეკონომიკა-ეკონომიკის ფილოსოფია" გიორგი მალაშხიამ საფუძველი დაუდო ეკონომიკური კვლევის ახალ მიმართულებას - მეტაეკონომიკას. მან კლასიკური, ნეოკლასიკური და მარქსისტული თეორიებისაგან განსხვავებულად, ახლებურად ახსნა დანახარჯებზე მეტი დოვლათის, მოგების მიღების, სიმდიდრის დაგროვების წყაროები და პროცესი; დასაბუთა, რომ წარმოების პროცესით მიღებული, გაწეულ დანახარჯებზე მეტი დოვლათი არის არა ერთი ფაქტორის - შრომის ან კაპიტალის თუ მიწის (ბუნებრივი რესურსები), არამედ წარმოების ფაქტორთა ერთობლივ მოქმედებაში მთელი წინამორბედი თაობებისა და ბუნების რესურსების უსასყიდლო (მუქთი) მონაწილეობის შედეგი; გვიჩვენა, რომ დოვლათის უსამართლო განაწილება არის მის შექმნაში შეტანილი წვლილის ზევით დოვლათის მითვისება, რასაც განაპირობებს ეკონომიკური ძალაუფლება - წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება და მეწარმეობრივი (ორგანიზატორული) ფუნქცია; აჩვენა დოვლათის განაწილებისა და გადანაწილების არსებული სისტემის უსამართლობა, ასევე ის, რომ კაპიტალის მფლობელთა მიერ მიღებული მოგების დიდი ნაწილი საზოგადოებას უბრუნება ინვესტიციების, ქველმოქმედების და სხვა სახით და იღებს საზოგადოებრივ სახიათს;

მან შეიმუშავა გაცვლის ეკვივალენტურობისა და გაცვლის სფეროში წესრიგის ორიგინალური თვალსაზრისი; ჩამოაყალიბა სოციალური ენერგიის, როგორც საზოგადოებრივ დოვლათის შექმნისა და ზრდის წყაროს, ადამიანთა საქმიანობის ეკონომიკური შედეგების საბოლოოდ სოციალურ სიკეთედ ტრანსფორმაციის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის თანაფარდობის ახლებური გაგება; შექმნა ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში მოხმარების შედეგიანობისა და კულტურის, ზომიერების როლის კონცეფცია; წარმოაჩინა სოციოგენეტიკური, განვითარების დონის შენახვის, სიმდიდრის ზრდის, ასევე რიგი სხვა ობიექტური ეკონომიკური კანონის მოქმედება; წარმოადგინა საზოგადოების განვითარებაში გლობლურ ტრანსფორმაციათა ადგილისა და შედეგების ორიგინალური კონცეფცია; კვლევებისათვის შემოიღო ახალი მეთოდოლოგიური მიდგომები: ანტროპოცენტრული ხედვა - ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენათა განხილვა , ერთი მხრით, ადამიანთა მოთხოვნილებების, მეორე მხრით, მათი დოვლათშემქმნელი უნარების მიხედვით; ცხოვრების მოვლენათა აქსიოლოგიური, ანუ ფასეულობითი აღქმა; ევდემონისტური ხედვა - სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ობიექტების ადამიანის ბედნიერების თვალთახედვით დანახვა; გენეტიკური ძიება , ანუ სოციუმის მოვლენათა შესწავლისას გავლილი პერიოდების კანონზომიერებათა და მიღწეული დონის შენახვის გათვალისწინება; შემოიღო ეკონომიკური და სოციალური მოვლენების შეფასების რიგი სხვა მეთოდური სიახლეები და ა.შ. მან დაასაბუთა ეკონომიკური და სოციალური დოვლათის სამართლიანი განაწილების კანონი და პირობები, უსამართლობისა და ზომაზე მეტი ქონებრივი უთანასწორობის მიზეზები, მათი აღკვეთის გარდუალობა და გზები; ჩამოაყალიბა სიმდიდრის სასარგებლო პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობა ზომიერების პრინციპის დაცვით და პირადი სიმდიდრის ზედმეტობისას სარგებლობის დანაკარგების, უქმი (რეალურ სარგებლობას მოკლებული) ეკონომიკის არსებობისა და თავიდან აცილების წანამძღვრები.

ორიგინალურად ახსნა ადამიანთა რაციონალური ეკონომიკური ქცევა, მოხმარების კულტურის ამაღლების როლი ცხოვრების გაუმჯობესებაში, საყოველთაო კეთილდღეობის შეუძლებლობა დოვლათის სამართლიანი განაწილებისა და ზომიერი (გონივრული) მოხმარების გარეშე, თავისუფლებისა და დემოკრატიის ეკონომიკური საფუძვლები; შეიმუშავა ინსტიტუციური ეკონომიკის რიგი ინოვაციური იდეები, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის დაჩქარების პირობები და ა.შ.

მეცნიერებაში დანერგა ისეთი ახალი ცნებები, როგორიცაა: "სოციალური ენერგია" (საზოგადოების დოვლათშემქმნელი პოტენციალი), "დამატებული (დანახარჯებზე მეტი) პროდუქტი", "ეკონომიკური დოვლათის ტრანსფორმაცია სოციალურ სიკეთეში", "მოხმარების ზომიერების პრინციპი", "უქმი ეკონომიკა" - გონივრული თვალაზრისით უსარგებლო, ზედმეტი დოვლათის წარმოება და დაგოვება-მოხმარება; გამოიკვლია საზოგადოებრივი ინსტიტუტების როლი თანამედროვე ეტაპზე და გვიჩვენა მათი ადგილი გლობალური მეტამორფოზების პროცესში.

ნაშრომები

 ===წიგნები===
  • Малая экономология. Новые парадигмы экономической теории, Саарбрюккен. 2018
  • უქმი ეკონომიკა , თბ., 2014; დიდი ილია, თბ., 2017;
  • სოციალური ენერგია. სიდიდრე. კეთილდღეობა, თბ., 2013;
  • ზომიერი ადამიანი, თბ., 2013; Moderate Man , Tb., 2013;
  • Экономика человечная. Человек на перепутье, Санкт –Пеиербург- Тбилиси, 2009;
  • Meta-theory of profit Tb., 2007;
  • მოგების მეტათეორია. რა არის სინამდვილეში მოგება? თბ,., 2007;
  • საქართველოს ეკონომიკა. საუკუნოვანი პანორამის შტრიხები, თბ., 2002;
  • ეკონომიკურ-ფილოსოფიური ესეები., თბ., 2001;
  • მეტაეკონომიკა- ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995;
  • ავტომატიზცია: სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, თბ., 1984;
  • მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ეკონომიკა, თბ., 1975;
  • თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, თბ., 1974;
 ===სტატიები===
       
  • Philosophy of crisis and perspective social-economic Development ჟურნ. ,, სოც. ეკონომიკა“ № 5, 2011;
  • გლობალური მოდერნიზაციის შუქ-ჩრდილები, ბიზნესის აკადემიის მოამბე, №16-17;
  • გლობალური გამოწვევები და ცხოვრების მოდერნიზაცია, ჟურნ "ბიზნეს-ინჟინერინგი" № 5, 2011;
  • Humanization of life and the imperative the sustainable development საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ვაშინგტონი, 2011;
  • К концепции гуманного развития. Материалы научной конференции, г. Баку, 2011;
  • Economology of modernization, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე , ტ. 3, თბ., 2012;
  • Theory of moderate Man, ჟურნ. ,, სოციალური ეკონომიკა “, № 4, 2012;
  • ზომიერება და კეთილდღეობა, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ. 10, 2013;
  • ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის დაცილების მიზეზები. ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენციის მასალები, თბ, 2013;
  • Институты как акторы трансформации социума, ჟურნ "ბიზნეს-ინჟინერინგი" № 2, 2014;
  • Теория благосостояния и рациональный потребитель, ჟურნ "ბიზნეს- ინჟინერინგი" № 4, 2015;
  • Институты и трансформация экономики в постсоциалистических странах, ჟურნ ,,ბიზნეს- ინჟინერინგი“ №2 , 2015;
  • Конкурунция или сотрудничество? ჟურნ "ბიზნეს- ინჟინერინგი? №4, 2016
  • და სხვა.