ავგუსტ III საქსონიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ავგუსტ III საქსონიელი''' ({{lang-pl|August III Sas}}, {{lang-lt|Augustas III Saksas}}; დ. [[17 ოქტომბერი]], [[1696]] — გ. [[5 ოქტომბერი]], [[1763]]) — [[ვეტინები|ვეტინთა დინასტიის]] წარმომადგენელი. პოლონეთ-ლიტვის მეფისა და საქსონიის კურფიურსტ [[ავგუსტ II ძლიერი|ავგუსტ II]]-ისა და მისი მეუღლის, [[კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი|კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის]] ერთადერთი შვილი. საქსონიის კურფიურსტი 1733-63 წლებში '''ფრიდრიხ ავგუსტ II'''-ის სახელით ({{lang-de|Friedrich August II}}).
 
1712 მამის ინიციატივით იგი კათოლიკედ მონათლეს, 1719 წელს კი დააქორწინეს საღვთო რომის იმპერატორ [[იოზეფ I (სრი)|იოზეფ I]]-ის უფროს ასულ [[მარია იოზეფა ავსტრიელი|მარია იოზეფა ავსტრიელზე]], რომელთანაც თხუთმეტითექვსმეტი შვილი შეეძინა. იგი იყო ბაბუა საფრანგეთის მეფეების: [[ლუი XVI]]-ის, [[ლუი XVIII]]-ისა და [[შარლ X (საფრანგეთი)|შარლ X]]-ის, ასევე ესპანეთის მეფე [[კარლ IV (ესპანეთი)|კარლ IV]]-ისა და ორი სიცილიის მეფე [[ფერდინანდ I (ორი სიცილია)|ფერდინანდ I]]-ისა. 1733 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ საქსონიის ტახტი დაიკავა, მაგრამ [[ომი პოლონეთის მემკვიდრეობისათვის|პოლონეთის ტახტისთვის ომი]] დაიწყო და უცხოელების დახმარებით ტახტზე [[სტანისლავ ლეშჩინსკი]] ავიდა, რომელიც მალევე დაამხეს და პოლონეთ-ლიტვის მეფედ 1734 წლიდან ავგუსტი გვევლინება.
 
ავგუსტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. იგი ჩაება [[ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის|ავსტრიული მემკვიდრეობის ომში]] (1742) და [[შვიდწლიანი ომი|შვიდწლიან ომში]] (1756). კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის იმპერატრიცა [[ანა (რუსეთი)|ანასთან]], რომელსაც კურლანდიაზე ჰქონდა პრეტენზია. მისი გარდაცვალების შემდეგ პრუსიამ, რუსეთმა და ავსტრიამ პოლონეთს დიდი მიწები ჩამოაჭრეს, ტახტზე კი რუსეთის იმპერატრიცა [[ეკატერინე II]]-ის საყვარელი [[სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი|სტანისლავ პონიატოვსკი]] დასვეს, რომელიც პოლონეთის უკანასკნელი მეფე გახდა.
 
== შვილები ==
1719 წლის 20 აგვისტოს, დრეზდენში ავგუსტმა ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ [[იოზეფ I (სრი)|იოზეფ I]]-ისა და იმპერატრიცა [[ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი|ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის]] უფროსი ასული — [[მარია იოზეფა ავსტრიელი]], რომელთანაც თხუთმეტითექვსმეტი შვილი შეეძინა:
# ფრიდრიხ ავგუსტი (დ. 1720 — გ. 1721), გარდაიცვალა ჩვილობაში;
# იოზეფ ავგუსტი (დ. 1721 — გ. 1728), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
== ლიტერატურა ==
* Flathe, Heinrich Theodor (1878), "Friedrich August II., Kurfürst von Sachsen", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), Leipzig: Duncker & Humblot, 7: 784–86.
* Staszewski, Jacek (1996), August III. Kurfürst von Sachsen und König von Polen (in German), Berlin: Akademie-Verlag, ISBN 3-05-002600-6.
* Kalipke, Andreas (2010). "The Corpus Evangelicorum". In Coy, J.P.; Marschke, B. Benjamin; Sabean D.W. (eds.). The Holy Roman Empire, Reconsidered. Berghahn. pp. 228–247.
* "Christine", Saxony Albert, NL: Royalty guide, 1735, archived from the original (JPEG) on 28 February 2008.