ავგუსტ III საქსონიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ავგუსტ III საქსონიელი |სურათი = August...)
 
 
== ბიოგრაფია ==
ავგუსტი დაიბადა 1696 წლის 17 ოქტომბერს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ [[ავგუსტ II ძლიერი|ავგუსტ II]]-ისა და მისი მეუღლის, [[კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი|კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის]] ერთადერთი შვილი. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში მამამისი არჩეულ იქნა პოლონეთ-ლიტვის მეფედ, რისთვისაც მან უარყო ლუთერანობა და კათოლიციზმი მიიღო, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. დედამისი ლუთერანიზმის ერთგული დარჩა და ქმარს თანდათან განშორდა. მას ავგუსტის აღზრდაში დედამთილი, [[ანა სოფია დანიელი]] ეხმარებოდა, რომელიც ასევე ნაწყენი იყო თავისი ვაჟის საქციელის გამო. 1712 წელს ავგუსტ II-მ თავისი ვაჟი პოლონეთში გადაიყვანა საცხოვრებლად და კათოლიკედაც მონათლა, თუმცა ავგუსტს დედა აქ არ გაყოლია.
 
1733 წელს, ავგუსტ II-ის გარდაცვალების შემდეგ ავგუსტ III-მ დაიკავა საქსონიის ტახტი, მაგრამ პოლონეთში მემკვიდრეობისათვის დიდი ომი დაიწყო, სადაც მას ტახტში [[სტანისლავ ლეშჩინსკი]] ეცილებოდა, რომელიც 1706-09 წლებში მეფობდა პოლონეთში. სტანისლავის ასული, [[მარია ლეშჩინსკა]] საფრანგეთის დედოფალი იყო როგორც [[ლუი XV]]-ის მეუღლე, რის გამოც ფრანგები და მათი მოკავშირე შვედები სტანისლავს ეხმარებოდნენ და 1733 წელს პოლონეთის ტახტზეც დასვეს, თუმცა 1734 წელსვე ჩამოაგდეს და ისევ საფრანგეთში გაიქცა. ამის შემდეგ პოლონეთის ტახტიც ავგუსტს დარჩა, რის შემდეგაც შვედების წინააღმდეგ მალევე ჩაება ჩრდილოეთის ომში. მან რევანში აიღო და რუსებთან ერთად დაამარცხა შვედები [[პოლტავის ბრძოლა|პოლტავას ბრძოლაში]].
* "Missa in B Minor ("Kyrie" and "Gloria" of the B Minor Mass)". World Digital Library. 1733. Retrieved 8 August 2013.
 
{{პოლონეთის მმართველებიმონარქები}}{{ლიტვის მმართველებიმონარქები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 17 ოქტომბერი]]