კვანტური ბიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შექმნილია გვერდის თარგმნით "Quantum biology"
შექმნილია გვერდის თარგმნით "Quantum biology"
ხაზი 1:
კვანტური ბიოლოგია სამეცნიერო დისციპლინების ინტეგრირებული დარგია და მისი ამოცანაა [[Კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკისა]] და [[Თეორიული ქიმია|თეორიული ქიმიის]] გამოყენება ბიოლოგიური ობიექტების მუშაობის მექანიზმების შესწავლისთვის. მრავალი ბიოლოგიური პროცესი მოიცავს ენერგიის კვანტური მექანიკის ბუნების გარდაქმნებს ქიმიური ტრანსფორმაციებისათვის გამოყენებად ფორმებში. ასეთი პროცესებია: [[Ქიმიური რეაქცია|ქიმიური რექაციები]], სინათლის შთანთქმა, შეშფოთებული ელექტრონის მდგომარეობის ფორმირება, ენერგიის გადაცემა, [[Ელექტრონი|ელექტრონებისა]] და [[Პროტონი|პროტონების]] ([[Წყალბადი|წყალბადის იონების]]) გადაცემა ისეთ ქიმიურ პროცესებში როგორებიცაა [[Ფოტოსინთეზი|ფოტოსინთეზი]], [[Ყნოსვა|ყნოსვა]] და [[Უჯრედული სუნთქვა|უჯრედული სუნთქვა]] <ref>Quantum Biology. University of Illinois at Urbana-Champaign, Theoretical and Computational Biophysics Group.</ref>. კვანტურ ბიოლოგიაში გამოიყენება გამოთვლები კვანტური მექანიკის ეფექტების გათვალისწინებით ბიოლოგიური ურთიერთქმედებების მოდელირებისათვის <ref>Quantum Biology: Powerful Computer Models Reveal Key Biological Mechanism''Science Daily'' Retrieved Oct 14, 2007</ref>. კვანტური ბიოლოგიის ამოცანაა რთული ბიოლოგიური პროცესების ახსნა მათი დაყვანით ფუნდამენტურ ფიზიკამდე, რაც მოიცავს მთელ რიგ სირთულეებს კვლევაში და ამიტომ შესაძლოა იყოს სპეკულაციური <ref>Al-Khalili, Jim, How quantum biology might explain life's biggest questions, retrieved 2018-12-07</ref>. ამ დარგის შესწავლა არ გულისხმობს ფიზიკის ახალი პრინციპების აღმოჩენას.
 
კვანტური ბიოლოგია მეცნიერების ახალი დარგია, კვლევების უმეტესობა თეორიულია და კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროებს შემდგომ ექსპერიმენტებს. მიუხედავად იმისა რომ ამ დარგის მიმართ ფართო ინტერესი მხოლოდ ახლახანს გაჩნდა, მან მნიშვნელოვანი კონცეპტულაიზაცია განიცადა მე-20 საუკუნეში ფიზიკოსების მიერ. კვანტური ფიზიკის პიონერებმა თავიდანვე გაამახვილეს ყურადღება ბიოლოგიაში კვანტური მექანიკის გამოყენების შესაძლებლობაზე. [[Ერვინ შრედინგერი|ერვინ შრედინგერმა]] თავის წიგნში: „რა„[[Რა არის სიცოცხლე?|რა არის სიცოცხლე?]]<nowiki/>“ განიხილა კვანტური მექანიკის პერსპექტივები ბიოლოგიაში <ref>Margulis, Lynn; Sagan, Dorion (1995). What Is Life?. Berkeley: University of California Press. p. 1.</ref>. შრედინგერმა შემოიტანა „აპერიოდული კრისტალის“ იდეა, რომელიც შეიცავდა გენეტიკურ ინფორმაციას [[Კოვალენტური ბმა|კოვალენტური ქიმიური ბმების]] კონფიგურაციაში. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ [[Მუტაცია|მუტაციები]] გამოწვეულია „კვანტური ნახტომებით“. სხვა პიონერებმა, როგორებიც იყვნენ: [[Ნილს ბორი|ნილს ბორი]], [[Პასკუალ იორდანი|პასკუალ იორდანი]] და [[Მაქს დელბრუკი|მაქს დელბრუკი]] [[Კომპლემენტარობა (ბიოლოგია)|კომპლემენტარულობის]] კვანტურ იდეას განიხილავდნენ როგორც [[Სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები|სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების]] ფუნდამენტს <ref>Joaquim, Leyla; Freira, Olival; El-Hani, Charbel (September 2015). "Quantum Explorers: Bohr, Jordan, and Delbruck Venturing into Biology". Physics in Perspective. 17 (3): 236–250. Bibcode:2015PhP....17..236J. doi:10.1007/s00016-015-0167-7.</ref>. 1963 წელს [[Პერ-ულოვ ლუვდინი|პერ-ულოვ ლუვდინმა]] გამოაქვეყნა სტატია: „პროტონების [[Ტუნელირება|ტუნელირება]] როგორც [[Დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა|დნმ]]-ს მუტაციის სხვა მექანიზმი“. თავის ნაშრომში, მან განაცხადა ახალი დისციპლინის „კვანტური ბიოლოგიის“ შესახებ <ref>Lowdin, P.O. (1965) Quantum genetics and the aperiodic solid. Some aspects on the Biological problems of heredity, mutations, aging and tumours in view of the quantum theory of the DNA molecule. Advances in Quantum Chemistry. Volume 2. pp. 213-360. Academic Press</ref>.  
[[კატეგორია:კვანტური მექანიკა]]
[[კატეგორია:ბიოფიზიკა]]