ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია (''სვანურად, თარიგზელი)''''' —...
(განსხვავება არ არის)

07:44, 3 აგვისტო 2019-ის ვერსია

ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია (სვანურად, თარიგზელი) — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემის სოფელ ტვიბში. იგი მცირე ზომის დარბაზული ტაძარია. დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. აფსიდში გატიხრულია ორი ნიშა და ფასადზე შემორჩენილი დიდი გველეშაპის გამოსახულება.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო