ყიზილდერესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ყიზილდერესი''' — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ყიზილდერესი''' — [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი]] ძეგლი. მდებარეობს სოფელ ოთაში, სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიციპალიტეტში]], ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოთის ნაპირას. ზღვის დონიდან მდებარეობს 1897 მეტრზე. ასპინძის ზევით, დაახლოებით 4 ვერსზე ასპინძის ხევის მარცხენა მხარეს მდებარეობს ქილისა დერესი.
 
ეკლესია მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. უთლელი, რუხი ბალასტის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია სამხრეთის და დასავლეთის ცალქანობიანი მინაშენებით. სამხრეთის მინაშენი ორნაწილიანია და შედგება აღმოსავლეთით – ეკვდერის (შესასვლელი მთავარი სივრციდან) და დასავლეთის გარეთ ორთაღედით გახსნილი აბსიდიანი ,,შიგა-ბჭისაგან". კონსტრუქციული ნაწილები თლილი კვადრებითაა ნაგები. ეკლესია ერთნავიანია, სამხრეთით ჰქონია ეგვტერები.
 
ეკლესია მოხატული ყოფილა, მისი ნაშთი შემონახულია საკურთხევლის კონჭში. აქ დახატული ყოფილა ქრისტე. მის მარცხნივ კი სამხრეთით შემონახულია ნათლისმცემლის გამოსახულება თავიდან მხრებამდე, თუმცა ძალზედ დაზიანებულია.
 
ორივე ეგვტერი აღმოსავლეთ მხარეს ნახევარწრეს იკეთებს. სამხრეთით ეკლესიის კედელთან ორი ჩუქურთმიანი ქვა არის. დიდი ალბათობით ეს არის ეგვტერის კარნიზები.
 
ეკლესია ყიზილდერესი [[2006]] წლის 7 ნოემბერს, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
დღეს ძეგლი ნანგრევად არის. დგას მარტო კედლები , თაღი კი სულ დაქცეულია. შერჩენილია მხოლოდ საკურთხეველი, ისიც ნაწილობრივ.
 
==ლიტერატურა==
* გიორგი ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ., 22-23
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყიზილდერესი“-დან