ჩიხის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ჩიხას ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „ჩიხის ეკლესია“)
'''ჩიხასჩიხის ღვთისმშობლის (წმ. ბარბარეს) ეკლესია''' — [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი]] [[იმერეთი]]ს მხარეში, [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ჩიხა]]ში.
 
ეკლესია ერთნავიანი [[ბაზილიკა]]ა და ტყით შემოსილ მცირე გორაკზე დგას, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევის გვერდით. მისი ზომებია (დაახლოებით) 5 X 4 არშინი. აგებულია ქვითკირისაგან. დასავლეთის კარი და კარნიზები (ნაწილობრივ) ძვირფასი [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებითაა]] შემკული. ეკლესიის დასავლეთის კარის თავზე მდებარე ძვირფასი ჭრილობიანი ჯვრითა და სახეებით შემკული ქვის ჯვრის გარშემო და ძირს მრგლოვანი ასომთავრული წარწერაა, რომლის პალეოგრაფიული ხასიათითა და ჯვრის გამოსახულების ხელოვნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარწერა X საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიაში შემორჩენილია [[ქართული დამწერლობა|ნუსხურად ნაწერი]] კურთხევანის ნაშთი.
ეკლესია XI-XII საუკუნეებშია აგებული. მის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზეო ორ ტრიქონად ასომთავრული წარწერებია ამოკვეთილი. ტიმპანი ნახევარწრიული ფორმის ქვის ფილაა, რომელიც ორ ნაწილადაა გაპობილი. მისი ზომებია: 65 X 36. ფილის ცენტრში, ზემოთ ტოლმკლავიანი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა წარმოდგენილი. წარწერა ჯვრის გამოსახულების ორივე მხარესაა შესრულებული და განკეთილობის ნიშნები არ ახლავს. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ეკლესია XII საუკუნით თარიღდება.
 
[[2006]] წელს [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად, ჩიხასჩიხის ღვთისმშობლის ეკლესიას [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია მიენიჭა.
 
==იხილეთ აგრეთვე==