ბენჯამინ ბლუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ბენჯამინ ბლუმი''' ({{lang-en|Benjamin Samuel Bloom;}}, დ. [[21 თებერვალი]], [[1913]], [[ლანსფორდი]], [[პენსილვანია]] — გ. [[13 სექტემბერი]], [[1999]], [[ჩიკაგო]], [[ილინოისი]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); [[ჩიკაგოს უნივერსიტეტი]]ს პროფესორი, ავტორი საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის, რომელიც განსაზღვრავს [[აზროვნების დონეები|აზროვნების დონეებს]]. მან შემოგვთავაზა კოგნიტური მიზნების იერარქია, რომელიც ექვსი ეტაპისაგან შედგება: 1. ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია); 2. გაგება (გააზრება); 3. გამოყენება (მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარი); 4. ანალიზი (ინფორმაციის კომპონენტებად დაყოფა მოვლენის არსის წვდომის გასაადვილებლად); 5. სინთეზი (მოვლენის მთლიანობაში აღქმა); 6. შეფასება (ღირებულებითი მსჯელობები, შედარებითი შეფასებები).
 
გააქტიურების პროცესში, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ბლუმის თეორის მიხედვით, ინფორმაციის ცოდნა, გაგება სწავლისთვის აუცილებელი, მაგრამ იგი არასაკმარისი პირობაა. იმისთვის, რომ მიღებული ინფორმაცია [[ბავშვი|ბავშვმა]] განაზოგადოს და შემდგომ გამოყენება შეძლოს, აუცილებელია მისი გაგება და ანალიზი, ხოლო ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ახალი ცოდნის მისაღებად კი საჭიროა სინთეზისა და შეფასების გონებრივი ოპერაციების წარმოება. ცოდნა, გაგება და გამოყენება მიიჩნევა აზროვნების ქვედა, სავალდებულო დონეებად, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა, სასურველ დონეებად.
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბენჯამინ_ბლუმი“-დან