ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎HTTP და HTTPS: ახალი სექცია
(→‎HTTP და HTTPS: ახალი სექცია)
:::უნდა იყოს ის სახელი, რომლითაც გვხვდება ქართულ წყაროებში. რაც არ გვხვდება, იმას ორიგინალში ვთარგმნით. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 11:20, 27 ივლისი 2019 (UTC)
::::პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის. ახლა რაც შეეხება თქვენს კომენტარებს, {{ping|Zangala}}, ვიცი, რომ მსგავსი საკითხები განხილვის გვერდზე იწერება და როგორც წესი იქ ვწერ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ იმიტომ დავწერე, რომ ორ სხვადასხვა ქალს ეხება და ვიფიქრე, რომ ერთნაირად გადაიჭრებოდა პრობლება. ამას გარდა, სანამ აქ რამეს დავწერდი წავიკითხე მარიამ სტიუარტის განხილვის გვერდზე არსებული კომენტარები, სადაც ეწერა: „ეს საკითხი აქ განსახილველი არ არის, მაშინ როდესაც ლიტერატურა არსებობს. მარიამი იქნება თუ გაბრიელი ეს უკვე ფორუმში განსახილველი საკითხია; სწორედ იქ უნდა გადაწყდეს ითარგმნოს თუ არა საერთოდ სახელები.“, რის გამოც ეს საკითხი აქ წამოვჭერი. ახლა რაც შეეხება {{ping|გიო ოქრო}}-ს კომენტარს, გეთანხმები რომ ასეა. ცხადია ის სახელი უნდა ეწეროს სათაურში როგორც ქართულშია დამკვიდრებული, ამის გამოა მაგ. [[ეკატერინე მედიჩი]] და არა კატერინა, რაზეც პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არც მარიამ სტიუარტში და არც მარიამ ტეკელში არაა მითითებული ქართული წყარო (ნუ ტეკელის შემთხვევაში წყარო საერთოდ არ აქვს). ამიტომ ვამბობ, რომ გადავიტანოთ მერი-ზე, თუ რათქმაუნდა საპირისპირო რამის დამამტკიცებელი ლიტერატურა არ მოგეპოვებათ--[[მომხმარებელი:Rezo1515|<font color="#08457E">'''''Valois'''''</font>]] 10:03, 28 ივლისი 2019 (UTC)
 
== HTTP და HTTPS ==
 
გამარჯობა. სტატიებში საიტის ბმულების ჩაკოპირებისას, როცა საიტი იყენებს დაშიფვრას (http'''s'''), ყველა სახის url-ს ედება [https://# ბოქლომის ] ნიშანი და კონკრეტული დოკუმენტის შემთხვევაში, მაგალითად PDF-ის, იკარგება მისი [http://#.pdf ფორმატის] ნიშანი.
 
გამომდინარე იქიდან რომ დაშიფრული კავშირი უკვე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტს წარმოადგენს, ბევრი საიტი იყენებს მას და წყაროების მითითებისას, საჭირო ხდება დამატებითი ძალისხმევა ამ ბმულების სათითაოდ ჩასასწორებლად. თან http უკვე დაუცველად და მოძველებულად მიიჩნევა, [https://navigator.ge/2016/09/11/chrome-http/ ბრაუზერებიც დიდი ხანია გაფრთხილებას აგდებს ] ამ პროტოკოლზე, ვიკიპედია კი სწორედ დაცულ https-ს გამოყენებას უნდა უწყობდეს ხელს და არა პირიქით.
 
ამიტომ, ჯობია ბოქლომის ნიშანი საერთოდ მოცილდეს და გარე ბმულის ან ფორმატის ნიშნები, https-ის მსგავსად https-ზეც გადმოვიდეს. მსგავსი საკითხი, [[:en:MediaWiki_talk:Vector.css/Archive_1#Padlock_for_secure_links|ინგლისურენოვან ვიკიშიც]] განიხილეს და იქაც ამ გადაწყვეტილებმადე მივიდნენ. არის შესაძლებელი ამის გაკეთება?
403

რედაქტირება