ბოთლიხური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ბოთლიხური ენის ფონეტიკურ სისტემაში 5 მარტივი ხმოვნის გარდა არის ნაზალიზებული ხმოვნები. ყრუ სპირანტებსა და აფრკატებს შორის ფონოლოგიური დაპირისპირებაა: „სუსტი—ძლიერი“. დასტურდება ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები, სპეციფიური ყრუ ლატერალური თანხმოვნები. მახვილი სუსტი, დინამიკურია.
 
ბოთლიხური ენა აგლუტენაციურია, ანალიზური წყობის ტენდენცია აქვს (უპირატესად ზმნაში). ყველა მორფოლოგიური კატეგორია, გრამატიკული კლასის გარდა, გადმოცემულია სუფიქსებით. მხოლობით რიცხვში გარჩეულია 3 გრამატიკული კლასი, მრავლობითში 2 (ცოცხალთა და არაცოცხალთა). ბრუნება განვიტარებულიაგანვითრებულია: 4 ძირითადი ბრუნვის გარდა დასტურდება ორ ათეულამდე ლოკატიური ბრუნვა, რომელიც 6 სერიას ქმნის. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და დრო-კილოთა მიხედვით. ძირითადი დროებია აწმყო, ნამყო და მყოფადი. ზმნაში რიცხვის გადმოცემა დაკავშირებულია გრამატიკული კლასის აღნიშვნასთან. ბრძანებითში გარჩეულია გარდამავლობა-გარდაუვალობა. სიტყვაწარმოება სუსტადაა განვითარებული. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად გამოიყენება მიმღეობიანი და აბსოლუტივიანი კონსტრუქციები.
 
ბოთლიხური ენაში ძირითადი ლექსიკური ფონდი კარგადაა დაცული, თუმცა ბევრია ნასესხები სიტყვაც. ბოთლიხისა და მიარსუს მეტყველებას შორის უმნიშვნელო სხვაობაა (ძირითადად ფონეტიკური ხასიათისა). [[ბოთლიხელები]] ორენოვანი ხალხია: დედაენის გარდა ყველამ იცის ახლომონათესავე [[ხუნძური ენა|ხუნძური]], რომელიც მათთვის სალიტერატურო ენაა (ხუნძურ ენაზეა ადგილობრივი საქმისწარმოება, დაწყებითი სკოლა და ადგილობრივი გაზეთი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოთლიხური_ენა“-დან