წოფის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| რუკა_წარწერა =
}}
'''წოფის ეკლესია''' — ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი [[საქართველო|საქართველოში]]. მდებარეობს [[მარნეულის მუნიციპალიტეტი|მარნეულის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[წოფი|წოფის]] ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ში. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც ხუთწახნაგა საკურთხევლის აფსიდა გააჩნია. ეკლესიას ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აქვს. ინტერიერში ქვაჯვარათა მრავალი ფრაგმენტია აღმოჩენილი. ეკლესია ერთი ზომის, სწორკუთხა ფორმის, მოგრძო, უხეშად დამუშავებული [[კირქვა|კირქვითაა]] ნაგები. კონსტრუქციები კარგად გათლილი მუქი ფერის [[ტუფი|ტუფითაა]] ამოყვანილი. ეკლესიის ორი განიერი კარი დასავლეთსა და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი. მათ მასიური არქიტრავები ხურავთ.
 
ეკლესია რესტავრაციამდე ძლიერ დაზიანებული იყო. თითქმის მთლიანად ჩანგრეული იყო აფსიდი, კამარა. ერთადერთი შემორჩენილი [[კაპიტელი]] საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული. კაპიტელზე ხარირემსა და ორ ფურ ირემს დადევნებული ორი [[ლომი|ლომია]] გამოსახული, მისს აბაკუსს პალმისებრი მცენარის სტილიზებული გამოსახულებების რიგი ამკობს (ამგვარი სცენები გვხვდება V საუკუნის [[ბოლნისის სიონი]]ს კაპიტელზეც).