ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
== ქორწინება ==
ლუიზას ამბიციური დედის გავლენით, 1842 წლის 26 მაისს, კოპენჰაგენში ლუიზა დაქორწინდა ტახტის მეორე მემკვიდრეზე, ანუ კრისტიან შლეზვიგ-ჰოლტაინელზე. 1848 წელს, ფრედერიკ VII-ის გამეფების შემდეგ იგი პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა და დიდი მიწები გადაეცა. კრისტიანი და ლუიზა ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. იგი ყველანაირად უწყობდა ხელს ტახტისაკენ გზის გაკვალვაში. მათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ამ ქორწინების შემდეგ, ლუიზას დედამ და ძმებმა უარი თქვეს დანიის ტახტზე არსებულ თავიანთ უფლებებზე.
 
1847 წელს, დიდმა ევროპულმა ძალებმა კრისტიანი ოფიციალურად სცნო დანიის მემკვიდრედ. მათი ეს არჩევანი იქიდანაც გამომდინარეობდა, რომ კრისტიანი და ლუიზა, ორივენი მემკვიდრეები იყვნენ და შემდგომში მათ შვილებს ორმაგი მემკვიდრეობა ექნებოდათ. მართალია ამით საბოლოოდ გადაწყდა დანიის ტახტის მემკვიდრის პრობლემა, თუმცა დანიის პრეტენზია შლეზვიგ-ჰოლშტაინზე ჯერ კიდევ სადავო იყო. წესით, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი, კრისტიანის გამეფების შემდეგ საჰერცოგო დანიის დომენში უნდა გადასულიყო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით იგი მაინც გერმანიის საკუთრებაში დარჩებოდა. ამრიგად, დანიელთა და პრუსიელთა ინტერესების გადაკვეთას, მოჰყვა შლეზვიგის მეორე ომი.
 
1853 წლის 3 ივლისს, ფრედერიკ VII-მ ისინი თავის მემკვიდრეებად გამოაცხადა, რის შემდეგად კრისტიანი და ლუიზა დანიის კრონპრინცი და კრონპრინცესა გახდნენ. თავად ლუიზას, ერთობ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მეფე ფრედერიკთან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლუიზა ეწინააღმდეგებოდა მეფის რიგით მეორე ცოლთან განქორწინებასა და მის საიდუმლო ქორწინებას არა-სამეფო წარმომავლობის მქონე ლუიზა რასმუსენზე. აქედან გამომდინარე, მეფე და კრონპრინცესა ერთმანეთს ხშირად არ ხვდებოდა.
 
== დანიის დედოფალი ==
1863 წლის 15 ნოემბერს, ფრედერიკ VII-ის გარდაცვალების შემდეგ, კრისტიან IX და ლუიზა დანიის მეფე-დედოფალი გახდნენ. მათი ურთიერთობა, როგოც ჩანს სიყვარულზე იყო დაფუძნებული, რადგანაც წყვილი ძალიან ბედნიერად და ჰარმონიულად ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. აღსანიშნავია, რომ კრისტიანს არასოდეს უღალატია მისთვის, რაც დიდი იშვიათობა იყო. თავის მხრივ, ლუიზაც კრისტიანის ერთგული იყო. მათი ოჯახური ცხოვრება აღწერილია როგორც ძალიან უბრალო, რაც გამეფების შემდეგაც არ შეცვლილა. ამ პერიოდში, დანიის სამეფო ოჯახი მორალურად სწორი ცხოვრების მაგალითად იქცა. ამის გამო, 1870 წელს მათი გაუთხოვარი ქალიშვილის, პრინცესა ტირას დაფეხმძიმება მათი ოჯახის მთავარ ტვირთად იქცა. დედოფალმა ლუიზამ მოახერხა სიტუაციის კარგად გაკონტროლება და ეს ამბავი ხალხისაგან დამალა, რათა სკანდალი არ მომხდარიყო. ამის გამო, მან ტირა სამშობიაროდ საზღვარგარეთ გააგზავნა, თუმცა ბავშვს რა ბედი ეწია უცნობია.
 
როგორც დედოფალი, ლუიზა ხალხისაგან იზოლირებულად ცხოვრობდა და არ ეძებდა საზოგადოებრივ პოპულარობას, ან აღიარებას. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს ჩარეულა სახელმწიფოს მართვის საქმეებში. მისი ერთადერთი პოლიტიკური აქტივობა იყო თავისი შვილების დინასტიურ-პოლიტიკურად დაქორწინება და ანტი-გერმანული შეხედულებები. საოცრად მაღალი სტატუსის პირებზე თავისი შვილების დაქორწინებით, დანიამ ახალი საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. ამგვარი ქორწინებებით, იგი დაუკავშირდა შვედეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, საბერძნეთსა და საფრანგეთს. ამის გამო, იგი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც „ევროპის სიდედრი/დედამთილი“. იგი ორგანიზებას უწევდა თავისი დიდი და მთელს ევროპაში მიმოფანტული ოჯახის ყოველწლიურ შეკრებას, რომელიც როგორც წესი ბერნსტორფში, ან ფრედენსბორგში იმართებოდა ხოლმე. იგი სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა და მალე, დედოფალი ლუიზა ოჯახური ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა დანიაში. მის მიერ მოწყობილი, მეტად პომპეზური და ცნობილი ღონისძიებებიდან ცნობილია 1867 წლის 26 მაისს თავისი ქორწინების წლისთავი, 1887 წელს თავისი დაბადების დღე და 1897 წელს ოთხმოცი წლის შესრულებასთან დაკავშირებული იუბილე.
 
დედოფალმა ლუიზამ 26 საქველმოქმედო ორგანიზაცია დააფუძნა. იგი მთელი ცხოვრება ცდილობდა ღატაკთა და მიუსაფართა დახმარებას, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებდა. ხანში შესვლის შემდეგ, ლუიზა დიდად დაინტერესდა ფერწერით და მის შესასწავლად რეპეტიტორიც დაიქირავა. იგი მალევე დაეუფლა ხატვას და როგორც ცნობილია, მისი ნამუშევრები გაჩუქდა ევროპის სხვადასხვა მონარქებზე, მისსავე სიცოცხლეში.
 
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ლუიზა დაყრუვდა, რის გამოც მას გამუდმებით უვლიდა ორი დიაკვანი. დანიის ისტორიაში ლუიზა ყველაზე დიდხანს, 35 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მისი ამბიციისა და დინასტიური კავშირების გამო, მას ხშირად ადარებენ მის მძახალს, დედოფალ ვიქტორიას.
 
ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი გარდაიცვალა 1898 წლის 29 სექტემბერს, 81 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს კოპენჰაგენის მახლობლად, როსკილეს სამეფო კათედრალში, სადაც განისვენებენ დანიის სხვა მეფე-დედოფლები.
 
== შვილები ==
[[ფაილი:Christian IX of Denmark with family (Tuxen).jpg|ცენტრი|მინი|591x591პქ|დანიის დიდი სამეფო ოჯახი 1883 წელს]]
<br />
{| class="wikitable"
|+
Line 122 ⟶ 138:
== ჯილდოები ==
=== ეროვნული ===
 
* [[ფაილი:Flag of Denmark.svg|frameless|27x27პქ]] დანია: სპილოს სამეფო ორდენი;
* [[ფაილი:Flag of Denmark.svg|frameless|27x27პქ]] დანია: დანებროგის დიდი კომანდირის ორდენი;
* [[ფაილი:Flag of Denmark.svg|frameless|27x27პქ]] დანია: მეფე ფრედერიკ VII-ის სახელობის ორდენი სამეფო ოჯახისგან;
* [[ფაილი:Flag of Denmark.svg|frameless|27x27პქ]] დანია: მეფე კრისტიან IX-ის სახელობის ორდენი სამეფო ოჯახისგან;
 
=== უცხოური ===
 
* [[ფაილი:Flag of Russia.svg|frameless|27x27პქ]] რუსეთი: წმინდა ეკატერინეს სახელობის ორდენი;
* [[ფაილი:Flag of the United Kingdom.svg|frameless|27x27პქ]] გაერთიანებული სამეფო: დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის სახელობის ორდენი;
 
== ლიტერატურა ==