ტიტიკაკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, [[კეჩუა]]სა და [[აიმარა]]ს ენებიდან.
 
ტიტიკაკა ასევე იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში მდებარეობს 4142 [[კუნძული]], რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს [[ლერწამი|ლერწმისაგან]], რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. აგებდნენ ახალ-ახალ ფენებს ძველი ფენების ლპობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია [[უროსი]] (''Uros''), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
 
[[ამანტანი]]ც (''Amantani'') ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და დასახლებულია [[კეჩუა (ენა)|კეჩუას]] ენაზე მოლაპარაკე ინდიელებით. 800-მდე ოჯახი განაწილებულია 6 სოფელში. მოსახლეობა ძირითადად [[კარტოფილი]]სა და სხვადასხვა [[ბოსტნეული]]ს მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც [[სასტუმრო]] და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერატორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივები უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიტიკაკა“-დან