შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
| საიტი =
}}
'''„შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“''' ({{lang-en|The Hunger Games: Mockingjay – Part 2}}) — [[2015]] წლის [[აშშ|ამერიკული]] [[ანტიუტოპია|ანტიუტოპიური]] სათავგადასავლო [[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკური]] ფილმი, რომელიც აწარმოა [[Color Force]]-მა და [[Studio Babelsber]]-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია [[Lionsgate Films]]-მა. რეჟისორია [[ფრენსის ლოურენსი]],<ref name="collider"/> სცენარსიტები არიან [[დენი სტრონგი]] და [[პიტერ კრეიგი]], ხოლო პროდიუსერები — [[ნინა ჯეიკობსონი]] და ჯონ კილიკი. იგი არის „[[შიმშილის თამაშები (ფილმების სერია)|შიმშილის თამაშების]] სერიის რიგით მეოთხე და დასკვნითი ფილმი, აგრეთვე „[[კაჭკაჭჯაფარა]]ზე“ დაფუძნებული მეორე ფილმი. მონაწილეობენ [[ჯენიფერ ლოურენსი]], [[ჯოშ ჰატჩერსონი]], [[ლიამ ჰემსვორთი]], [[ვუდი ჰარელსონი]], [[ელისაბედ ბენსკი]], [[ჯულიანა მური]], [[ფილიპ სეიმურ ჰოფმანი]], [[ჯეფრი რაიტი]], [[ფილიპ სეიმურ ჰოფმანი]], და [[დონალდ საზერლენდი]]. გადაღებები დაიწყო [[2013]] წლის [[23 სექტემბერი|23 სექტემბერს]] [[ატლანტა]]ში, გაგრძელდა [[პარიზი|პარიზში]] და დასრულდა [[ბერლინი|ბერლინში]] [[2014]] წლის [[20 ივნისი|20 ივნისს]].<ref name="BTB production"/>
 
„კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“-ის საერთაშორისო პრემიერა გაიმართა ბერლინში [[2015]] წლის [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]], [[აშშ]]-ში გამოვიდა იმავე წლის [[20 ნოემბერი|20 ნოემბერს]]. ფილმი ხელმისაწვდომია 2D, [[IMAX]], [[3D ფილმი|3D]], [[RealD 3D|RealD Cinema]] და IMAX 3D ფორმატებში. მისმა ბიუჯეტმა შეადგინა 160 აშშ მილიონი დოლარი, შემოსავალმა კი 650 მილიონს გადააჭარბა, რითაც იქცა [[2015]] წლის მეცხრე ყველაზე შემოსავლიან და „შიმშლის თამაშების“ სერიაში ყველაზე დაბალშემოსავლიან ფილმად.<ref name="BOM"/>