წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი)''' — ეკლესია [[საქართველო]]ში, [[მესტიის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[წვირმი|წვირმში]].
 
წვირმის თემის სოფელ ზაგარში მდებარე ეს ტაძარი აგებულია IX ს-ში და ყველაზე ადრეული ძეგლია სვანეთის ტაძრებს შორის. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშაა. ასეთი გაფორმება საქართველოში VII ს-ში დამკვიდრდა. ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. მთავარანგელოზების ფეხზე მდგარი ფიგურები კი კამარაზეა გადატანილი.