ბენიამინ ჩხიკვიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. დაამთავრა [[ჩოხატაური]]ს ერთკლასიანი სასწავლებელი. ქუთაისის სამეურნეო სკოლაში სწავლისას გაეცნო [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიულ]] მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში. ამის გამო 1900 წელს დაითხოვეს დამამთავრებელი კლასიდან. მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა [[რსდმპ]] წევრი. ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-02 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. პარალელულად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში იმართებოდა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა გლეხების მოძრაობისთვის, რომელიც [[გურია]]ში დაიწყო და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ [[თედო ჟორდანია]]სთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა [[ჭიათურა]]ში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა [[მანგანუმი]]ს მაღაროში, პარალელუად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა. 1903 წლის შემოდგომაზე მიიწვია ახალ ჩამოყალიბებულმა რსდმპ ბათუმის კომიტეტმა. ბათუმი ჩხიკვიშვილი აქტიურად ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. როგორც კარგ ორატორს, ჰქონდა დიდი გავლენა მუშებში. ამავდროულად დღიურ მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში. ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე დებატებში შესვლას, თუმცა უხდებოდა „დრამის ფულის“ (საეკლესიო გადასახადის) წინააღმდეგ გამოსვლა. მან ციხიდან გააპარა სოციალ-დემოკრატი სამხედრო იაშვილი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩხიკვიშვილის პოპულარობა ბათუმის მუშათა წრეებში, მას „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. 1903 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ გურიის კომიტეტი და ჩხიკვიშვილი გახდა მისი წევრიც. 1903 წლის 9 მარტს ხელმძღვანელობდა მუშათა ფართო დემონსტრაციას. 1903 და 1904 წელს გურიის კომიტეტის მიერ დელეგატად იყო მივლინებული რსდმპ მე-2 ყრილობაზე. 1904 წელს [[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დაწყების წინ ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ ორგანიზება გაუწია კონტრაქციას და პრაქტიკულად ჩაშალა სამთავრობო აქცია, ამის გამო მოუხდა შეტაკება პოლიციასთან. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა მისი გაჩერება ბათუმში, ამიტომ გადავიდა თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. იყო ტიპოგრაფიოების და პროპაგანდისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სამი წლის განმავლობაში [[კახეთი]]ს სამაზრო ქალაქებში, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულებში აამუშავა ადგილობრივი კომიტეტები. 1904 წლის დეკემბერში დაიჭირეს და გაგზავნეს ბათუმში იქ აღმოჩენილი არალეგალური სტამბის გამო.
[[ფაილი:Benia Chkhikvishvili 1.jpg|მინი|მარცხნივ|ბენიამინ ჩხიკვიშვილი ციხეში. 1905]]
1905 წელს გამოუშვეს თავდებობით, დასახლდა გურიაში და გახდა იქ მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო [[ნასაკირალის ბრძოლა|ნასაკირალის ბრძოლის]] გამართვის წინააღმდეგი, რადგან მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უძღვებოდა ბრძოლას. [[გურიის რესპუბლიკა|გურიის რესპუბლიკის]] გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. დადიოდა დაცვით, მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ „გურიის პრეზიდენტს“ და „გურიის მეფესაც“.<ref>სტივენ ჯონსი (2005), ''სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917'', p. 149. Harvard University Press, ISBN 0-674-01902-4.</ref> რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან არ გაიქცა და აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას, რის გამოც მალევე დაიჭირეს. 1908 წელს [[ოდესა]]ში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი [[კატორღა]] და სამუდამო გადასახლება ციმბირში, ირკუტსკში. 1912 წელს გაათავისუფლეს ციხიდან და 1917 წლამდე ცხოვრობდა ციმბირში გადასახლებულის სტატუსით, ატარებდა კერძო გაკვეთილებს, მუშაობდა აგრონომად კოოპერაციის ხაზით.