მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჩიხას ღვთისმშობლის (წმ. ბარბარეს) ეკლესია''' — [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი]] [[იმერეთი]]ს მხარეში, [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ჩიხა]]ში.
 
ეკლესია ერთნავიანი [[ბაზილიკა]]ა და ტყით შემოსილ მცირე გორაკზე დგას, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევის გვერდით. მისი ზომებია (დაახლოებით) 5 X 4 არშინი. აგებულია ქვითკირისაგან. დასავლეთის კარი და კარნიზები (ნაწილობრივ) ძვირფასი [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებითაა]] შემკული. ეკლესიის დასავლეთის კარის თავზე მდებარე ძვირფასი ჭრილობიანი ჯვრითა და სახეებით შემკული ქვის ჯვრის გარშემო და ძირს მრგლოვანი ასომთავრული წარწერაა, რომლის პალეოგრაფიული ხასიათითა და ჯვრის გამოსახულების ხელოვნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარწერა X საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიაში შემორჩენილია [[ქართული დამწერლობა|ნუსხურად ნაწერი]] კურთხევანის ნაშთი.