კრისტიან VII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
 
== ადრეული წლები ==
[[ფაილი:Christian7as crownprince.jpg|მარცხნივ|მინი|კრონპრინცი კრისტიანი]]
კრისტიანი დაიბადა 1749 წლის 29 იანვარს კრისტიანსბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეუღლის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ II-ის ასულ ლუიზა ბრიტანელის ვაჟი. მშობლებს მის გარდა ვაჟი არ ჰყავდათ, ამიტომაც იგი დაბადებიდანვე კრონპრინცი, ანუ ტახტის მემკვიდრე იყო. დაბადებიდან სულ ოთხ საათში იგი ლუთერანად მონათლეს, რა დროსაც მას ბაბუის, განსვენებული მეფე კრისტიან VI-ის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. მისი ნათლიები იყვნენ დედა-დედოფალი სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი (მისი ბებია), საქსენ-ჰაიდელბურგჰაუზენის ჰერცოგინია ლუიზა დანიელი (მისი მამიდა) და პრინცესა შარლოტა ამალია დანიელი (მისი პაპიდა).
 
კრისტიანის დედა, დედოფალი ლუიზა ბრიტანელი მისი დაბადებიდან ორ წელიწადში, 1751 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, რის გამოც მალევე, 1752 წელს ფრედერიკ V მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე.
 
როგორც მისი დროის სამეფო კარის ბიოგრაფები აღნიშნავენ, კრისტიანი მეტად წმინდა სულისა და დიდი ნიჭის პატრონი ბიჭი იყო, თუმცა მისი ფსიქიკა მისმა მასწავლებელმა, რევენტლოვის გრაფმა კრისტიან ფრედერიკ რევენტლოვმა შეარყია, რომელიც გამუდმებით ამცირებდა მას. ამას დაერთო საყვარელი დედის გარდაცვალებაც, რის გამოც, მიუხედავად მისი თანდაყოლილი გონიერებისა, კრისტიანს ჯერ კიდევ ბავშვობაში შეერყა ფსიქიკა და შიზოფრენია განუვითარდა, რასაც თანდათან სხვა ფსიქიკური დაავადებებიც დაერთო.
 
== მეფობა ==
=== ქორწინება ===
Line 36 ⟶ 43:
=== ფილმები ===
=== თეატრი და ოპერა ===
 
== ტიტულატურა ==
== შვილები ==
{| class="wikitable"
|+
!სახელი
!პორტრეტი
!დაიბადა
!გარდაიცვალა
!მოკლე ბიოგრაფია
|-
|ფრედერიკ VI
|[[ფაილი:Christoph Wilhelm Wohlien - Portræt af Frederik VI.jpg|frameless|157x157პქ]]
|28 იანვარი, 1768,
კოპენჰაგენი, დანია
|3 დეკემბერი, 1839,
კოპენჰაგენი, დანია
 
(71 წლის)
|მამის რეგენტი 1784 წლიდან, დანიისა და ნორვეგიის მეფე 1808-39 წლებში. 1814 წელს
შვედეთს სამუდამოდ დაუთმო ნორვეგიის სამეფო. გააუქმა ბატონ-ყმური სისტემა.
 
ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, მარია ფონ ჰესენ-კასელი, რომელთანაც მხოლოდ
 
ორი გოგონა შეეძინა, რის გამოც ტახტი მისმა ბიძაშვილმა კრისტიან VIII-მ დაიკავა.
|-
|ლუიზა ავგუსტა
|[[ფაილი:Louise Augusta.jpg|frameless|166x166პქ]]
|7 ივლისი, 1771,
ჰერსჰოლმი, დანია
|13 იანვარი, 1843,
ავგუსტენბორგი,
 
დანია
 
(71 წლის)
|მის სავარაუდო მამად იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეც მიიჩნეოდა. იგი ცოლად გაჰყვა
შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდენბურგ-ავგუსტენბორგის ჰერცოგ ფრედერიკ კრისტიან II-ს,
 
რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მათ შორის დანიის მომავალი დედოფალი კაროლინა
 
ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი.
|}
 
== ტიტულატურა და წოდება ==
 
* '''29 იანვარი, 1749 - 14 იანვარი, 1766:''' ''მისი სამეფო უდიდებულესობა კრონპრინცი;''
* '''14 იანვარი, 1766 - 13 მარტი, 1808:''' ''მისი სამეფო აღმატებულება მეფე;''
 
კრისტიან VII-ის ოფიციალური, სრული წოდება ასე ჟღერდა: „''ღვთის ხელით დასმული მეფე, დანიისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, ჰერცოგი შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, სტორმარნისა და დიტმარშენისა, გრაფი ოლდენბურგისა და დელმენჰორსტისა.“''
 
== წინაპრები ==
{{ahnentafel top|width=100%}}
Line 83 ⟶ 139:
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
* კაროლინა მატილდა ბრიტანელი
* იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
* ლუიზა ბრიტანელი
 
== ლიტერატურა ==
=== ინგლისურენოვანი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრისტიან_VII“-დან