მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ეკლესია ერთნავიანი [[ბაზილიკა]]ა და ტყით შემოსილ მცირე გორაკზე დგას, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევის გვერდით. მისი ზომებია (დაახლოებით) 5 X 4 არშინი. აგებულია ქვითკირისაგან. დასავლეთის კარი და კარნიზები (ნაწილობრივ) ძვირფასი [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებითაა]] შემკული. ეკლესიის დასავლეთის კარის თავზე მდებარე ძვირფასი ჭრილობიანი ჯვრითა და სახეებით შემკული ქვის ჯვრის გარშემო და ძირს მრგლოვანი ასომთავრული წარწერაა, რომლის პალეოგრაფიული ხასიათითა და ჯვრის გამოსახულების ხელოვნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარწერა X საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიაში შემორჩენილია [[ქართული დამწერლობა|ნუსხურად ნაწერი]] კურთხევანის ნაშთი.
 
ადგილობრივი მცხოვრების, აბიათარ იაკობაშვილის სიტყვით, ძველად ეკლესია უფრო ჩრდილოეთით, კოშკისაკენ მდგარა, თუმცა მოგვიანებით აქ გადმოუტანიათ. ეკლესიაში არის ქვა, რომელშიც ნეკნის ძვალია გაქვავებული. ქვა დაახლოებით 10 გირვანქას იწონის და ხალხის გადმოცემით, ნეკნის ძვალი წმ. ბარბარესია.
 
ეკლესია XI-XII საუკუნეებშია აგებული. მის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზეო ორ ტრიქონად ასომთავრული წარწერებია ამოკვეთილი. ტიმპანი ნახევარწრიული ფორმის ქვის ფილაა, რომელიც ორ ნაწილადაა გაპობილი. მისი ზომებია: 65 X 36. ფილის ცენტრში, ზემოთ ტოლმკლავიანი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა წარმოდგენილი. წარწერა ჯვრის გამოსახულების ორივე მხარესაა შესრულებული და განკეთილობის ნიშნები არ ახლავს. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ეკლესია XII საუკუნით თარიღდება.
 
[[2006]] წელს [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად, ჩიხას ღვთისმშობლის ეკლესიას [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია მიენიჭა.
==ლიტერატურა==
* ბოჭორიძე, გ. (1995). ''იმერეთის ისტორიული ძეგლები''. „მეცნიერება“, თბილისი. ISBN 5-520-01575-9. გვ, 241-243.
* სილოგავა, ვ. (1972). ''დასავლეთ საქართველოს ქართული ლაპიდარული წარწერების კრებული, X-XVIII სს.''. კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. თბილისი.
 
==რესურსები ინეტერნეტში==