შავი ავაზა (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
 
ფილმის პრემიერა გაიმართა [[2018]] წლის [[29 იანვარი|29 იანვარს]] [[Dolby Theatre]]-ში, [[ლოს-ანჯელესი|ლოს-ანჯელესში]]. აშშ-ის თეატრებში გამოვიდა იმავე წლის 16 თებერვალს 2D, [[3D ფილმი|3D]], [[IMAX]]-ისა და სხვა ფორმატებში. ფილმი დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა, რომელთაც შეაქეს რეჟისურა, სცენარი, მსახიობთა შესრულება (ძირითადად ბოუზმანის, ჯორდანისა და რაიტის), კოსტუმების დიზაინი და [[საუნდტრეკი]]. კრიტიკოსთა უმეტესობამ „შავი ავაზა“ მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა და აღნიშნეს მისი კულტურული მნიშვნელობა. [[ამერიკის კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭოსა|ამერიკის კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საბჭომ]] და [[ამერიკის კინოინსტიტუტი|ამერიკის კინოინსტიტუტმა]] „შავი ავაზა“ 2018 წლის 10 საკუთესო ფილმთა შორის დაასახელეს. ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, რომლის შემოსავალმა 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და დაამხო უამრავი რეკორდი. იგი გახდა წლის მეორე ყველაზე შმოსვალიანი და [[ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სია|ყველა დროის მეექვსე შემოსავლიანი ფილმი]].
 
ფილმმა მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის [[ოსკარი]]ს სამი ჯილდო: [[ოსკარი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის|საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი]], [[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის|საუკეთესო ორიგინალური მუსიკა]] და [[ოსკარი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის|საუკეთესო მხატვრული გაფორმება]]. „[[შავი ავაზა]]“ ერთადერთი სუპერგმირული ფილმია, რომელსაც მიღებული აქვს ნომინაცია [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის]]. ფილმმა აგრეთვე მიიღო [[კინომსახიობთა გილდიის ჯილდო|კინომსახიობთა გილდიის]] 2 ჯილდო, [[ოქროს გლობუსის]] 3 და [[Critics’ Choice Movie Awards]]-ის 12 ნომინაცია.
 
==რესურსები ინტერნეტში==