ფრედერიკ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
 
== მეფობა ==
=== ადრეული წლები და დაქვრივება ===
[[ფაილი:Pilo - Frederik V of Denmark.jpg|მინი|302x302პქ|ფრედერიკ V]]
1746 წლის 6 აგვისტოს, ვერცხლის ქორწინების თარიღის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, გარდაიცვალა მამამისი, მეფე კრისტიან VI, რის გამოც მეფე ფრედერიკ V გახდა. ამ დროს სამეფო ოჯახი საზაფხულო რეზიდენციაში იყო გადასული დასასვენებლად. ფრედერიკმა მამამისი სასწრაფოდ დაკრძალა როსკილეს კათედრალში და თავის ცოლთან, ლუიზა ბრიტანელთან ერთად კოპენჰაგენისაკენ გაემართა, სადაც დაიკავა დანიისა და ნორვეგიის ტახტი. ერთ წელიწადში, ფრედერიკსბორგის სასახლეში იგი მეფედ ეკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ მას აბსოლუტურ მმართველობაზე ჰქონდა პრეტენზია, მისი ხელისუფლება სუსტი იყო. ქვეყანას დიდებულებისაგან დაკომპლექტებული საბჭო განაგებდა, რომლის სათავეშიც იყო მეფე. მართალია ფრედერიკი ყველა სხდომას ესწრებოდა, მაგრამ იგი ხშირად ნასვამი იყო, რაც მინისტრებს თვალში ცუდად ხვდებოდათ. მისი მმართველობა გამოირჩევა ვაჭრობისა და ინდუსტრიის განვითარებით. მამის მსგავსად, ფრედერიკ V ყოველთვის თავს არიდებდა ევროპულ ომებში ჩაბმას. დანიამ ასევე ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა შვიდწლიან ომში (1756-1763), რომელშიც ევროპის ყველა ქვეყანა იქნა ჩათრეული. მიუხედაავად ამ ომის ხანგრძლივობისა და დანიის სიახლოვისა რუსეთსა და შვედეთთან, მან მაინც მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
 
1753 წლის 1 ოქტომბერს, მან კოპენჰაგენში დააარსა ფრედერიკის სამეფო ჰოსპიტალი, რომელიც დღესაც არსებობს. 1753 წლის 29 ივნისს, ფრედერიკმა დააარსა დანიის პირველი ლატარია, რომელიც ასევე დღემდე არსებობს.
 
ფრედრიკ V ასევე ხელს უწყობდა ხელოვნებისა და მეცნიერების აღორძინებას. მიუხედავად ამისა, რომ იგი თვითონ დიდად დაინტერესებული არ ყოფილა არც ხელოვნებით და არც მეცნიერებით, ცოლის გავლენით ყოველთვის ცდილობდა მისი განვითარებისთვის ხელის შეწყობას. 1748 წელს, მან დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ზეგავლენით გახსნა კოპენჰაგენის სამხატვრო აკადემია, რომელიც ოფიციალურად ამავე წლის 31 მარტს, ფრედერიკის დაბადების დღეზე გაიხსნა. 1754 წელს, ფრედერიკ V-მ სცადა დანიის კოლონიურ იმპერიად ქცევა, რა მიზნითაც ინდოეთში დააარსა დანიის ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელიც მალევე გაკოტრდა და ფრედერიკიც შეეშვა ინდოეთის ათვისების მცდელობას.
 
=== მეორე ქორწინება ===
[[ფაილი:C.G. Pilo - Frederik V on Horseback - KMS894 - Statens Museum for Kunst.jpg|მარცხნივ|მინი|349x349პქ|ცხენზე ამხედრებული ფრედერიკ V 1754 წელს]]
ფრედერიკის საყვარელი მეუღლე, დედოფალი ლუიზა ბრიტანელი, 1751 წლის 19 დეკემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის ნაადრევი დაღუპვის მიზეზი მოშლილი ფეხმძიმობა გახდა, რა დროსაც მას შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რომელიც ვერაფრით შეუჩერეს. მისმა გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა ფრედერიკისა და სრულიად დანიის სამეფო კარის ცხოვრებაზე, სადაც ლუიზას თაყვანს სცემდნენ. მას საოცრად პომპეზური დაკრძალვის ცერემონიალი მოუწყვეს როსკილეს კათედრალში.
 
მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ფრედერიკს ლუიზასაგან მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ფსიქიკურად არასტაბილური იყო, ამიტომაც სხვა მემკვიდრის გაჩენის მიზნით მან მეორე ცოლის ძიება დაიწყო. ფრედერიკმა თავისი არჩევანი გერმანელ პრინცესაზე შეაჩერა. იგი 1752 წლის 8 ივლისს, ფრედერიკსბორგის სასახლეში მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე. დანიელი ხალხის თვალში, ახალმა დედოფალმა ვერ შეძლო წინამორბედის ჩანაცვლება. იულიანა მარია ლუიზას მსგავსად მეგობრული და ხალისიანი არ იყო, პირიქით, მეტად მკაცრი, რელიგიური და ნაკლებად მომხიბვლელი იყო, რის გამოც ხალხში არასდროს ყოფილა პოპულარული. ამის გამო, მეორე ქორწინების პერიოდში მეფემ რომანი გააბა შარლოტა ამალია ვინგესთან.
[[ფაილი:Salys statue of Frederik V.jpg|მინი|ედერიკ V-ის ქანდაკება ამალიენბორგის მოედანზე, კოპენჰაგენშირ]]
ფრედერიკ V-სა და იულიანა მარიას მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ფრედერიკი დაარქვეს. შემდგომში იგი დანიის მომავალი მეფე კრისტიან VIII-ის მამა და ასევე დანიის დედოფალ ლუიზა ჰესენელის პაპა გახდა.
 
=== გარდაცვალება და დაკრძალვა ===
1760 წელს, უგონოდ მთვრალმა ფრედერიკ V-მ ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც დაიწყო მისი დასუსტება. კარის მემატიანეს ცნობით, მეფე იმდენად დასუსტდა, რომ დახმარების გარეშე ქუდსაც კი ვეღარ იხურავდა. ოცწლიანი მეფობის შემდეგ, 1766 წლის 14 იანვარს, 42 წლის ფრედერიკ V გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას დიდი გლოვა მოჰყვა, რადგანაც მის დროს დანიელმა ხალხმა გაუთავებელი ომებისა და აბსოლუტიზმისგან ამოისუნთქა. მისი ბოლო სიტყვები იყო:
 
<nowiki>''</nowiki>ჩემთვის დიდი ნუგეშია, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე, არასდროს დავმცირებულვარ ისე, რომ ვინმეს სისხლში გამესვაროს ხელები."
 
ფრედერიკ V მალევე როსკილეს კათედრალში, დედოფალ ლუიზას გვერდით დაკრძალეს. მის შემდეგ ტახტზე მისი და ლუიზას ვაჟი, ჭკუიდან შეშლილი კრისტიან VII ავიდა, რომლის ნაცვლადაც ქვეყანას მისი დედინაცვალი და ნახევარ-ძმა მართავდნენ. ფრედერიკის მეორე ცოლი, დედოფალი იულიანა ჯულია ამ ამბიდან ოცდაათ წელიწადში, 1796 წელს გარდაიცვალა.
 
== მემკვიდრეობა ==
=== მემკვიდრეობისმემკვიდრის კრიზისი ===
=== კულტურული ასახვა ===
== სრული წოდება ==
ფრედერიკ V-ის სრული და ოფიციალური წოდება ასე ჟღერდა: „''ღვთის ხელით დასმული, მეფე დანიისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, ჰერცოგი შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, სტორმარნისა და დითმარშენისა, გრაფი ოლდენბურგისა და დელმენჰორსტისა.“''
 
== შვილები ==
 
=== ლეგიტიმური შვილები ===
 
==== პირველი ქორწინებიდან ====
Line 145 ⟶ 167:
|}
 
=== არალეგიტიმური შვილები ===
ფრედერიკს არალეგიტიმური შვილები მხოლოდ თავისი ოფიციალური სამეფო საყვარლის, ელზა ჰანსენისაგან ჰყავდა:
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრედერიკ_V“-დან