ირანის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Iranian-Plateau.gif". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jameslwoodward-ს მიერ. მიზეზი: per [[:c:Commons:Deletion requests/File:Iranian-P...
No edit summary
 
ხაზი 2:
 
ირანის მთიანეთი წარმოადგენს ნაოჭა და ნაოჭა-ლოდა მთების, ზეგნებისა და ქვაბულების ერთობლიობას. განაპირა მთები ალპური ოროგენეზის სარტყელშია მოქცეული და ახასიათებს მაღალი სეისმურობა. ესენია: ჩრდილოეთ ნაწილში — [[ელბურსი]], [[თურქმენეთ-ხორასანის მთები]], [[ფაროფამიზი]], [[ჰინდუქუში]]; სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში — [[ზაგროსი]], [[მაქრანი]]; აღმოსავლეთ ნაწილში კირთარის, სულეიმანის მთები, სფინგარისა და ჰინდურაჯის ქედები. მთიანეთის შიგა ნაწილში აღმართულიია ქუჰრუდის, ქუჰბანანის, შუა ავღანეთისა და სხვა მთათა სისტემები.
ზეგნებიდან აღსანიშნავია სარჰადი, ღაზნი-ყანდაარის ზეგანი; მთათაშორისი დახშული ქვაბულებიდან — [[დაშთექევირიდაშთე-ქევირი]], [[დაშთე-ლუთი]] და სხვ.
 
ამომშრალი [[ტბა|ტბების]] ფსკერზე მარილი და თაბაშირია გამოლექეილი. ირანის მთიანეთის ჰავა ჩრდილოეთით მშრალი კონტინენტური, სუბტროპიკულია. სამხრეთით ტროპიკული. ნალექები მცირეა (50-150 მმ წელიწადში). ნალექიანია ელბურსის მთების ჩრდილოეთ კალთები (2000 მმ-მდე) და სულეიმანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთები (1000 მმ-მდე). ირანის მთიანეთის მდინარეთა უმრავლესობა წყალმცირეა. მთავარი მდინარეებია: ქარუნი, ჰილმენდი, ჰარირუდი. [[მდინარე|მდინარეებს]] იყენებენ სარწყავად.