ესკალატორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
'''ესკალატორი''' - ({{lang-en|escalator}}, {{lang-la|scala - კიბე}}, მოძრავი კიბის სახის ქვეითთა გადასაყვანი ამწევ-სატრანსპორტო  მოწყობილობა , კონვეიერი, რომელიც შედგება ჩაკეტილი წირის ფორმის ორი ამწევი [[ჯაჭვი|ჯაჭვისაგან]], მათზე სახსრულად დამაგრებული საფეხურებით. [[ელექტროძრავა|ელექტროძრავას]] ბრუნვით მოძრაობაში მოჰყავს ორი წყვილი „ვარსკვლავი“ მათზე გადაცმული საწევი ჯაჭვებით. ამძრავი, ჩვეულებრივ, ესკალატორის ქვეშ სამანქანო განყოფილობაშია განლაგებული. ესკალატორის ზედა და ქვედა ნაწილებში საფეხურებით იქმნება ჰორიზონტალური სიბრტყეები, რითაც მოსახერხებელი ხდება ესკალატორზე შესვლა და გადმოსვლა.
 
ესკალატორის კონსტრუქცია [[1892]] წელს დააპატენტა [[ამერიკელები|ამერიკელმა]] გამომგონებელმა [[ჯეს რენომ ეს გაასწორარენო]], თუმცა ეს კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი დანიშნულებით თანამედროვე ესკალატორისგან და გამიზნული იყო ატრაქციონისთვის . პირველი თანამედროვე ტიპის ესკალატორი დამონტაჟდა [[ლონდონის მეტროპოლიტენი|ლონდონის მეტროპოლიტენში]] [[1911]] წელს. შემდეგ იგი სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შედარებით დიდ სიღრმეზე განლაგებულ სადგურებში. მოგვიანებით ესკალატორის გამოყენება სხვა ობიექტებზეც დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ესკალატორს შეუძლია მგზავრების გადაყვანა უწყვეტ რეჟიმში, განსხვავებით [[ლიფტი]]სგან, და მაღალი მწარმოებლურობა (თეორიულად 10 ათასი მგზავრი საათში), რომელიც არ არის დამოკიდებული აწევის სიმაღლეზე, თუმცა მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა, როგორიცაა მაგალითად, აწევის შეზღუდული სიმაღლე, დამოკიდებული მექანიზმის ტვირთამწეობაზე (ჩვეულებრივ, ესკალატორით ხდება 30-40 მეტრამდე დონეთა სხვაობის გადალახვა), დაბალი სიჩქარე და როგორც კონსტრუქციული, ასევე საექსპლუატაციო სიძვირე. [[მეტროპოლიტენი|მეტროპოლიტენის]] სადგურების გარდა ამჟამად ესკალატორი გამოიყენება ზოგიერთ მრავალსართულიან ობიექტზე, არის შემთხვევები, როდესაც ის გამოიყენება დიდი დაქანების მქონე ქუჩებში ქვეითთა მოძრაობის გასაიოლებლად, ასევე აღსანიშნავია ესკალატორის ტიპის ე.წ. მოძრავი ტროტუარები, რომლებითაც მგზავრების გადაადგილება ხდება ერთ დონეზე ან მცირე დაქანებით.
 
ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ესკალატორის ([[სანკტ-პეტერბურგი|სანკტ-პეტერბურგის]] მეტროს სადგური [[„ადმირალტეისკაია“ (მეტროს სადგური)|„ადმირალტეისკაია“]] სიგრძეა 137 მეტრი და დონეთა სხვაობა 68,7 მეტრი. ყველაზე პატარა ესკალატორი ფუნქციონირებს ქალაქ [[კავასაკი (ქალაქი)|კავასაკის]] ([[იაპონია]]) ერთ-ერთ სუპერმარკეტში. მისი სიმაღლე მხოლოდ 83 სანტიმეტრია და მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ესკალატორი“-დან