ლესბოსელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თვითიდენტიფიცირება ერთი სიტყვაა და დეფისი არ სჭირდება.
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Sappho and Erinna in a Garden at Mytilene.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ]]
 
'''ლესბოსელობა''' — ქალური [[ჰომოსექსუალურობა]]. ჰომოსექსუალ ქალს ლესბოსელს უწოდებენ. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულ კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან, სადაც დაიბადა პოეტი [[საფო]]. მისი ლექსები ეძღვნებოდა ქალთა შორის [[ერთსქესიან]] სიყვარულს თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საფოს ურთიერთობა მამაკაცებთანაც ჰქონდა. არსებობს მონაცემები სპარტაში გავრცელებული ლესბოსური ურთიერთობების შესახებ. პლუტარქე აღნიშნავდა, რომ „მათ მიერ სიყვარულს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ გოგონები იქცევიან კეთილშობილი ოჯახების ქალბატონების ეროტიულ პარტნიორებად“.[1]
 
ცნება ლესბოსელი დამკვიდრდა მე-20 საუკუნეში. ისტორიიდან ცნობილია, რომ ქალებს არ ჰქონდათ ისეთივე თავისუფალი ურთიერთობები როგორც ჰომოსექსუალ მამაკაცებს, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მათი დასჯა ისე არ ხდებოდა სხვადასხვა სოციუმებში, როგორც [[ჰომოსექსუალი]] მამაკაცების. ლესბოსური ურთიერთობები ითვლებოდა არაჯანსაღ ურთიერთობებად. მე-19 საუკუნეში სექსოლოგებმა დაიწყეს ჰომოსექსუალობის ქცევისა და გამოხატვის შესწავლა და მასზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო იგი გამოაცხადეს გონებრივ ავადმყოფობად. [[ლესბოსელ]] ადამიანებს უხდებოდათ თავიანთი ურთიერთობების დამალვა. მეორე მსოფლიო ომის დროს სოციალურმა რეპრესიებმა, მთავრობის მიერ ჰომოსექსუალი ადამიანების დასჯამ გამოიწვია გარკვეული ქსელის შექმნა, სადაც ქალები ერთმანეთის ინფორმირებას ახდენდნენ სხვადასხვა თემის გარშემო. ეკონომიკის განვითარებამ და სოციალურმა თავისუფლებამ თანდათანობით საწყისი ჩაუყარა ჰომოსექსუალ წყვილებს შორის ურთიერთობებს.
 
ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან კაცისგან განსხვავებით, ლესბოსელი ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური ორიენტაცია. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში საკუთარი თავის [[რეაბილიტაცია]] უზრუნველყოს, რაც [[გეი]] კაცს უფრო გაუჭირდება. ხშირად არაჰეტეროსექსუალი ქალები ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ,ქმნიან ოჯახს. მათ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან კაცი მათთვის უსიამოვნო იყოს და ორგაზმს მხოლოდ ლესბოსური სიყვარულით განიცდნენ.
 
როდესაც მე-19 საუკუნის მიწურულს, სექსოლოგებმა ჰომესექსუალური ქცევის კატეგორიზაცია და აღწერა დაიწყეს, ამ საკითხში ცოდნის ნაკლებობის გამო, ისინი ლესბოსელებს შეცდომით ფსიქიკურად დაავადებულებად თვლიდნენ, რაც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე შეიცვალა. ამ გამოყოფის შედეგად, ქალები, რომლებსაც ჰომოსექსუალური ურთერთობა ჰქონდათ, ან მალავდნენ თავიანთ პირად ცხოვრებას ან ეგუებოდნენ საზოგადოებისგან გარიყულის იარლიყს და ქმნიდნენ იმ სუბკულტურებს, რომლებიც განვითარდა აშშ-სა და ევროპაში.
 
მე-20 საუკუნეში ფემინიზმის მეორე ტალღის, ქალთა ისტორიაში სტიპენდიებისა და სექსუალობის შესახებ ინფორმაციის ზრდასთან ერთად, „ლესბოსელის“ განსაზღვრება გაფართოვდა, რამაც დებატები გამოიწვია სექსუალური სურვილის, როგორც ლესბოსელის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორის გარშემო.
 
Line 11 ⟶ 15:
 
== ლიტერატურა ==
* National Lesbian & Gay Journalists Association: Stylebook Supplement on LGBT Terminology, NLGJA 2008. Stylebook Supplement
* Shankle, Michael D. (2006). The Handbook of Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Public Health: A Practitioner's Guide To Service. Haworth Press. ISBN 1-56023-496-2.
 
{{სქოლიო}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
*{{commons-inline|Category:Lesbianism}}
 
[[კატეგორია:სექსუალური ორიენტაცია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლესბოსელი“-დან