რუდოლფ ჰესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
[[1919|1919 წელს]] გახდა [[მიუნხენის უნივერსიტეტი]]ს სტუდენტი, სადაც ეუფლებოდა [[გეოპოლიტიკა]]ს. მისი მასწავლებელი იყო [[კარლ ჰაუსჰოფერი]], რომელიც შემდგომში იქცა ნაცისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ საყრდენად. ჰესი ნსდაპ-ის შეუერთდა [[1920]] წლის [[1 ივლისი|1 ივლისს]]. [[1923|1923 წელს]] [[ლუდის პუტჩი]]ს დროს მიემხრო ჰიტლერს . სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის და ორგანიზატორების დაპატიმრების შემდეგ, ციხეში ყოფნის პერიოდში, სწორედ ჰესი ეხმარებოდა ჰიტლერს „[[ჩემი ბრძოლა|ჩემი ბრძოლის]]“ (''Mein Kampf'') დაწერაში, რაც იქცა ნსდაპ-ის ძირითად პოლიტიკურ პლატფორმად. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ [[1933|1933 წელს]], ჰესი დაინიშნა ჰიტლერის მოადგილედ, ხოლო უახლოეს დროში მიიღო მინისტრის პოსტი პორტფელის გარეშე.{{sfn|Hess|1987|p=39}}
 
ჰესი დაინტერესებული იყო ავიაციით და ხშირად სწავლობდა თანამედროვე თვითმფრინავებზე ფრენას,{{sfn|Nesbit|van Acker|2011|pp=20–21}} რომელთა წარმოებას საფუძველი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჩაეყარა. [[1941]] წლის [[10 მაისი|10 მაისს]] იგი მარტომმარტო გაფრინდა [[შოტლანდია]]ში, იმ იმედით, რომ შესძლებდა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას ჰერცოგ ჰამილტონთან, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოპოზიციად მიიჩნეოდა. ჩაფრენისთანავე ჰესი დაუყონებლივ დააპატიმრეს და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ტყვეობაში. ომის შემდეგ ჰესი წარსდგა [[ნიურნბერგის პროცესი|ნიურნბერგის პროცესზე]].{{sfn|Nesbit|van Acker|2011|p=97}} მთელი პროცესის განმავლობაში ირწმუნებოდა რომ იტანჯებოდა ამნეზიით, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს იყო უბრალო ხრიკი. სასამართლომ ჰესი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. სასჯელს იხდიდა [[შპანდაუს ციხე]]ში [[1947|1947 წლიდან]]. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ ჰესის განთავისუფლების არაერთი მცდელობისა, მისი დროზე ადრე გათავისუფლება დაბლოკა [[სსრკ|საბჭოთა კავშირმა]]. ის იმყოფებოდა დაცვის კონტროლის ქვეშ. [[1987|1987 წელს]] რუდოლფ ჰესმა სიცოცხლე თვიმკვლელობით დაასრულა. სიცოცხლის ბოლომდე ჰიტლერისა და მისი იდეების ერთგული დარჩა. ჰესის გარდაცვალების შემდეგ ციხე დაანგრიეს, რათა ეს ადგილი არ ქცეულიყო [[ნეონაციზმი|ნეონაცისტების]] სიწმინდედ.{{sfn|Greenwald|Freeman|1987}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუდოლფ_ჰესი“-დან