ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

=== ზედა ციხე (ციტადელი) ===
[[ფაილი:Ananuri complex2.jpg|მინი|მარცხნივ|ზედა ციხის სამხრეთის ფასადი]]
ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდა ფორმისაა, აგებულია [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVII საუკუნე|XVII]] სს-ში. ანსამბლი გაშენებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაქანებულ ფერდობზე და მძლავრი გალავნითაა შემოფარგლული. მის ტერიტორიაზე რთული ანსამბლის ძეგლები შემდეგნაირადაა განლაგებული: ციხეში შესასვლელი სამხრეთით მდებარეობს (მეორე, დამხმარე შესასვლელი დასავლეთითიცაა, მაგრამ იგი იმდენად პატარაა, რომ ამ შემთხვევაში იგი მხედველობაში არ მიიღება), ეს შესასვლელი რამდენიმე სართულიან კოშკს წარმოადგენს, ქვემოთ კამაროვანი გასასვლელით; ამ კოშკის პირისპირ, ეზოს ცენტრში, დგას წვრილი და მაღალი, პირამიდულ-სახურავიანი '''„ხევსურული კოშკი”'''; მის დასავლეთით — მცირე გუმბათოვანი '''ღვთაების ეკლესია''', სამხრეთის კარიბჭით, ხოლო აღმოსავლეთით — დიდი გუმბათოვანი '''ღვთისმშობლის ეკლესია'''. ესაა ანსამბლის ძირითადი ბირთვი. შემოსასვლელი კოშკის დასავლეთით, გალავნის გაყოლებაზე, მდებარეობს '''წყალსაცავი''' და „წყარო“, ხოლო აღმოსავლეთით, გალავნის ცენტრში — '''სამრეკლოს''' ფანჩატური, ქვედა მცირე ზომის, ერთნავიანი ეკლესიით '''„მკურნალი”'''. ამ ეკლესიის დასავლეთით, მიწაში, მოთავსებულია გუმბათოვანი ოქტოგონური გეგმის მქონე ნაგებობა — '''საკანი''', რომელსაც შესასვლელი გარედან, მეორე — გალავნიდან აქვს. [[1960]]-[[1968]] წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღადგინეს ნაგებობათა დაკარგული ნაწილები, გაამაგრეს გალავნისა და კოშკების დაბზარული კედლები, გაწმინდეს ტერიტორია და სხვა.
ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდა ფორმისაა, აგებულია XVI-XVII სს-ში.
 
რაც შეეხება თვით ზედა ციხის გალავანს, მის კედლებში მოქცეულია ხუთი კოშკი. სამი მათგანი მდებარეობს დასავლეთით, მეოთხე — ჩრდილო კედლის თითქმის ცენტრში და მეხუთე შემოსასვლელ კოშკს წარმოადგენს.
ანსამბლში შედის '''„ხევსურული კოშკი”''', '''ღვთისმშობლის ეკლესია''', '''ღვთაების ეკლესია''', '''ეკლესია „მკურნალი”''', '''სამრეკლო''', '''საკანი''' და '''წყალსაცავი'''. 1960-1968 წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღადგინეს ნაგებობათა დაკარგული ნაწილები, გაამაგრეს გალავნისა და კოშკების დაბზარული კედლები, გაწმინდეს ტერიტორია და სხვა.
 
ციხის კედლების სიმაღლე თავდაპირველად საშუალოდ 5-6 მეტრი ყოფილა (გარდა აღმოსავლეთისა, სადაც სიმაღლე 10 მეტრს აღწევს), რომელიც მოგვიანო პერიოდში ამაღლებულია 2-3 მეტრით. ქრონოლოგიური ფენები და შეკეთებები კარგად არის შემორჩენილი.
 
ციხის ცენტრში მთავარი ტაძრის ასაგებად საჭირო გახდა რელიეფის გასწორება და მოშანდაკებულ ნაკვეთზე ძეგლის აღმართვა. ამ მიზნით, ეზოს აღმოსავლეთი ნახვარი, დაწყებული „ხევსურული კოშკიდან“, ნაწილობრივ ქვებით ამოუყორიათ და შემდეგ მიწით ამოუვსიათ. ეს სუბსტრუქცია, ისე კარგად დაუმზადებიათ, რომ ისეთ დიდ ნაგებობას, როგორიც ღვთისმშობლის ეკლესიაა, თავისი სიმძიმით მასზე ვერ უმოქმედია და დღესაც დაუზიანებლად დგას, როგორც ეკლესია, ისე ციხის კედლებიც, რომელთაც ეს მიწაყრილი 5-6 მეტრის სიმაღლეზე ჰფარავს (ციხის მხოლოდ სამხრეთის კედლის აღმოსავლეთი ნახევარი გადაწოლილა და 1939 წელს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებას, გამაგრების მიზნით, კედლის გასწვრივ შიგნით მიწა ამოუღია და მისგან მოცილებით დამხმარე კედელი აუგია).
 
ანსამბლი გაშენებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაქანებულ ფერდობზე და მძლავრი გალავნითაა შემოფარგლული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ოთხსართულიანი თავდაცვითი კოშკის პირველი სართულიდან. კარი ისრულთაღიანია, ამოყვანილია აგურით. კარის წინ ქვის კიბეა. კოშკის ზედა სართულები დაზიანებული და გადაკეთებულია. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრულთაღოვანია და შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. შესასვლელის ორივე მხარეს თითო თახჩაა. ორი თახჩაა აღმ. კედელში, მათ შორის კი ბუხარია. სამ-სამი თახჩაა სამხრეთითა და ჩრდილოეთით. მათგან სამხრეთ თახჩები სათოფურებითაა აღჭურვილი. მესამე სართული თავდაცვითია. შესასვლელი დასავლეთიდანაა — საბრძოლო ბილიკიდან. შემორჩენილია სათოფურები. IV სართული ქონგურებიანი ბანია, სამხრეთ კედელში კი სათოფურების გარდა ერთი სალოდეცაა.
[[ფაილი:Georgian Fortress Ananuri.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ზედა ციხე. ხედი სამხრეთიდან]]
[[ფაილი:Ananuri (W).jpg|მინიატიურა|მარცხნივ|კოშკი „შეუპოვარი” (ცენტრში), ექვსსართულიანი ცილინდრული კოშკი (მარჯვნივ) და ოთხსართუ-ლიანი ცილინდრული კოშკი (მარცხნივ).]]
როგორც აღინიშნა, ციხე მაღლობზეა შემდგარი. რადგან ეს მთა მდინარე არაგვისკენ დაქანებულია, ამიტომ ციხე მთლიანად ზემოდან „დასცქერის“ მის წინ გამავალ გზას. ციხე ფაქტიურად დარაჯობდა ჩრდილო-სამხრეთით მდებარე არაგვის ხეობას და სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალ ვეძათხევს. ეს მდგომარეობა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, როდესაც ციხის გეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დააგრძელეს, რითაც ხეობებს დაუპირისპირეს ციხის გრძელი კედლები. აღნიშნული მდებარეობის გათვალისწინებითაა განლაგებული კოშკებიც. მთავარი კოშკი უნდა დადგმულიყო ციხის ყველაზე მაღალ პუნქტში. ასეთს კი ციხის დასავლეთის კედლის ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ არის დადგმული ყველაზე დიდი და მაღალი კოშკი „შეუპოვარი“.
 
გალავნის დასავლეთ კედელში სამი კოშკია. შუა კოშკი — '''„შეუპოვარი”''' ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობაა. გეგმით მოგრძო სწორკუთხედია (6,8 X 8 მ, სიმაღლე 20 მ). მისი დაახლ. ორი მესამედი ნაწილი გალავნის გარეთაა გასული. კოშკი თავდაპირველად ექვსსართულიანი ყოფილა, მოგვიანებით ორფერდა სახურავი მოუხსნიათ, კედლები კი აუმაღლებიათ. ამჟამად კოშკს პარაპეტიანი ბანი აქვს. კოშკი საცხოვრებელიცაა. მთავარი შესასვლელი პირველ სართულზეა ეზოს მხრიდან. კოშკში შესვლა საბრძოლო ბილიკებიდანაც შეიძლება. შესასვლელები მეორე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია — ერთმანეთის პირისპირ. ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. სათოფურები მოქცეულია სწორკუთხა ნიშებში. I, II, III, IV და V სართულზე თითო ბუხარია. სართულებშუა გადახურვა ხისაა — ბრტყელი. კედელში ჩატანებული კიბე მეორედან ბოლო სართულამდე ადის. საბრძოლო ბილიკებით კოშკი გალავნის სხვა კოშკებთანაა დაკავშირებული.
[[ფაილი:Ananuri 003.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|სამხრეთ-დასავლეთი კუთხის ცილინდრული ექვსსართულიანი კოშკი და ღვთისმშობლის ეკლესია]]