ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==== ეკლესია „მკურნალი” ====
[[ფაილი:Ananuri complex1.JPG|მინი|ეკლესია მკურნალი, გეგმა]]
[[ფაილი:ანანურის ციხე, ეკლესია მკურნალი.JPG|მინიატიურა|მარცხნივ|ეკლესია მკურნალი, გეგმა]]
ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავნის გარეთ გადის. თარიღდება XVI ს-ის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. გარეთა სწორკუთხედში ჩამჯდარია საკურთხევლის აფსიდი და დარბაზი. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა და გვერდებზე პატარა ორი ოთხკუთხა ნიშა აქვს. ტრაპეზიც ორია: ერთი, ჩვეულებისამებრ, სარკმლის ქვეშ დგას (მას გვერდის კედლებში ისრული ფორმის მცირე ნიშები აქვს), მეორე კი მარცხნივაა, ნიშასთან ახლო და ალბათ, სამკვეთლოსთვის იყო განკუთვნილი. ეკლესიის დარბაზი კამაროვანია, კამარა ცენტრში პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა, დასავლეთით კი — კუთხის წვრილ თაღს.