ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 286:
აგურის გუმბათოვან ეკლესიათაგან შესადარებლად დაგვრჩა 1688 წ. სოფ. მჭადისჯვარში აგებული ძეგლია მისი გუმბათის ყელი პრიზმულია და წახნაგები უწყეეტი თაღებითაა შემოფარგლული. მაგრამ ამ პრიზმის გადაწყვეტა რადიკალურად განსხვავდება ანანურის შემთხვევისაგან: აქ თაღები წვრილი, უსუსური ლილვებისაგან შედგება და კარნიზს ებჯინება, ანანურში კი პრიზმის ზედაპირი სიმაღლეზე ორადაა გაყოფილი და ქვემოთ მკვეთრი რელიეფის მქონე თაღებია, ზემოთ კი ცარიელი ადგილი - მჭადისჯვარში სარკმლები ისე პატარაა, რომ იკარგება დიდი წახნაგების არეებზე, ანანურში კი ზომები ლოგიკურადაა შერჩეული; მჭადისჯვარში ყოველი წახნაგი, თაღის ქუსლებს ქეემოთ, მაღალი სწორკუთხედითაა შემოფარგლული, იგი დაბალი რელიეფითაა შესრულებული და თაღებთან ერთად მეტად უფერულ დეკორს წარმოადგენს.
 
როგორც ეტყობა, მჭადისჯვრის ოსტატს უკვე აღარ ესმის ანანურის, ალის და ,,ორმოცთა„ორმოცთა ეკლესიების“ გუმბათის ყელზე მოცემული არქიტექტურული მორთულთბის სკულპტურულობა. და მართლაც, ასეთი ღრმა რელიეფით დამუშაეებულ გუმბათის ყელს, მომდევნო პერიოდის ძეგლებში ჩვენ ვერ ვხვდებით. ამ სამი ძეგლის მორთულობაში ჩანს, აგრეთვე, საერთო სისადავე და ცალკეულ ფორმათა გამარტიეება, რაც შემდეგი საფეხური უნდა იყოს ალავერდისა და გრემის ტაძრებთან შედარებითა
 
გვიანფეოდალური ხანის ძეგლების საბოლოოდ შეუსწავლელობის გამო, დღეს ანანურის „ღეთაების“ დათარიღება მოსახერხებელი ხდება მხოლოდ ასი წლის ფარგლებში. მისი აგების ზედა ზღვრად ისტორიული წყაროებით ჩვენ 1660 წელი მივიღეთ, ქვედა ზღვრად უნდა მივიღთთ XVI საუკუნის შუა წლები, რომლითაც თარიღდება ალავერდი, გრემი, ნინოწმინდის სამრეკლო და სხვები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან