ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 294:
[[ფაილი:Ananuri2.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|სამრეკლო]]
ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავნის გარეთ გადის. თარიღდება XVI ს-ის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი ამჟამად ამოქოლილია. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, ოთხკუთხა ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობაა ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთაც, რომლებიც სამსხვერპლოდ გამოიყენებოდა. დარბაზი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით. შეისრულია [[კონქი]]ს თაღიც. ფასადები სადაა. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონდა, მასზე მოგვიანებით საგანგებო ბაქანი მოაწყვეს და სამრეკლო დააშენეს.
 
ეკლესია მდებარეობს ქვედა ციხის ტერიტორიაზე და დასავლეთის კედლით შეჭრილია ზედა ციხის გალავანში.
 
ეკლესია მარტივი ფორმისაა. გარეთა სწორკუთხედში ჩამჯდარია საკურთხევლის აფსიდი და დარბაზი. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა და გვერდებზე პატარა ორი ოთხკუთხა ნიშა აქვს. ტრაპეზიც ორია: ერთი, ჩვეულებისამებრ, სარკმლის ქვეშ დგას (მას გვერდის კედლებში ისრული ფორმის მცირე ნიშები აქვს), მეორე კი მარცხნივაა, ნიშასთან ახლო და ალბათ, სამკვეთლოსთვის იყო განკუთვნილი. ეკლესიის დარბაზი კამაროვანია, კამარა ცენტრში პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა, დასავლეთით კი — კუთხის წვრილ თაღს.
 
ეკლესიის ორი კარი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს, სიგრძივი კედლების დასავლეთის მონაკვეთებში. სარკმელიც ორია: ერთი აფსიდში და მეორე დასავლეთის კედელში, მაგრამ ეს უკანასკნელი სარკმელი დაუფარავს გვიან აგორებულ ციხის გალავანს და დღეს ციხის ეზოს სიღრმეში მოთავსებულ ოქტოგონურ სადგომში გადის.
 
ინტერიერში არსებული ყველა თაღი და მათ შორის კარების გადამხურავიც, ისე როგორც დარბაზის კამარა, ისრული ფორმისაა, სარკმლები კი ქვის სწორი ფილებითაა გადახურული.
 
ეკლესიის ფასადები სრულიად მარტივია და თავდაპირველად მოქცეული ყოფილა ორფერდა სახურავს ქვეში, მაგრამ შემდეგ კედლები აუმაღლებიათ საგანგებო ბაქანის შესაქმნელად და მასზე სამრეკლოს ფანჩატური დაუდგამთ. ამიტომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ამჟამად ჰორიზონტალური კარნიზებით მთავრდება.
 
ეკლესიის კედლები ნაგებია შედარებით წესიერად ნაწყობი ქვაყორით. ძველი ფენა ახლისაგან განირჩევა, მხოლოდ ქვების სიდიდით. აგური ფასადებზე არ არის ნახმარი, შიგნიტ კი კამარა, კონქი, პილასტრები და კარის წირთხლები აგურისაა (ზომები: 22X22X4; 23X23X4 ან 5 სმ.).
 
ფასადებზე არავითარი მორთულობა არ ყოფილა, კარ-სარკმლებიც ყოველგვარი დამუშავების გარეშეა.
 
უფრო გვიან, სამხრეთ ფასადზე კარიბჭის მაგვარი რაღაც მიუდგამთ, თუ ეს კარიბჭე იყო, იგი უნდა ყოფილიყო კარის პირისპირ, მთლიანად ღია, კამაროვანი სადგომი.
 
ეკლესიის აგების შესახებ არავიტარი ცნობა არ მოიპოვება. თვით ძეგლსაც არა აქვს ისეთი მკვეთრი სახე, რომ სტილისტიკური მონაცემების საშუალებით შესაძლებელი იყო მისი ზუსტად დათარიღება. ძეგლის ზოგიერთი მხარის განხილვა კი იძლევა საშუალებას მიახლოებით განვსაზღვროთ მისი აგების დრო.
 
თვით
 
==== სამრეკლო ====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან