ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 71:
 
==== „ხევსურული კოშკი” ====
ზედა ციხის ცენტრში ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით დგას ე. წ. ხევსურული კოშკი (4,8 X 4,6 მ), იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა (თარიღდება XIV-XV სს-ით). კოშკი ძირითადად ოთხსართულიანია, მაგრამ პირველი სართული მიწის დონიდან სამი მეტრით მაღლა იწყება, ხოლო ქვემო ნაწილი ყრუ მასას წარმოადგენს. მეხუთე სართულად შეიძლება მივიჩნიოთ ზედა — უკანასკნელი — პირამიდული ფორმის გუმბათქვეშ მოთავსებული სივრცე. იგი მაღალი (18 მ) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით. განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და კონსტრუქციით (''ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ''). კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღოვანია, იკეტებოდა ურდულით. სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ პატარა ნიშებია, მეორე და მესამე სართულების კედლებში — თითო ვიწრო სარკმელი, მეოთხე სართულის ყოველ კედელში თითო განიერი სარკმელია, ყველა სარკმლის თაღი შიგნიდან ისრულია, გარედან კი ნახევარწრიული. გადახურვის ქვეშ ისრულკამარიანი სათვალთვალო სათავსია. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვის წესიერი წყობით. ზოგან შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. პირამიდული გადახურვის საფეხურები გარედან დაფარულია ქვის ლორფინებით.
 
შესასვლელი მოწყობილია აღმოსავლეთიდან, პირველ სართულში. მისი თაღოვანი გადახურვა შიგნით და გარეთ ისრულია. კოშკში სართულშუა გადახურვა ხის იყო. დღესაცაა ყველა სართულზე სამ-სამი კოჭი, გადებული სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. მათზე გადადებული იქნებოდა თვით იატაკის ფიცრები. სართულთა შორის კავშირი, როგორც ეტყობა, მხოლოდ მისადგმელი ხის კიბით იყო.
 
მეორე და მესამე სართულს ყოველ მხარეს თითო პატარა, ვიწრო სარკმელი აქვს კედლის შუაში. მეოთხე სართულზე კი ამგვარადვე განლაგებული განიერი სარკმლებია. მათ ტაღოვანი გადახურვა ჰქონიათ. თაღები შიგნით ისრულია, გარეთ კი — ნახევარწრიული. თაღების დიამეტრი ნაკლებია სარკმლის სიგანეზე, ამიტომ მათი ქუსლები ცოტა გადმომჯდარია.
 
უკანასკნელ, კამაროვან სართულს ზემოტა ნაწილში ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე, ე. ი. ხეობის მიმართულებით, კვადრატული ხვრელობები აქვს დატანებული. ესენი სათვალთვალო დანიშნულებისა იქნებოდა. ასეთივე ხვრელობები მეოთხე სართულს ყოველ კუთხეში ორ-ორი აქვს.
 
კოშკის კედლების შიდა ზედაპირი შელესილი ყოფილა: ნალესობა დრესაც კარგადაა შემონახული.
 
კოშკის გარეთა კედლებიმარტივია: ტანწყობილი მაღალი მასა 45°-ით დახრილი კარნიზით მთავრდება. მას პირამიდის ფომრის სახურავი აგვირგვინებს. ეს სახურავი ორიგინალურია როგორც ფორმით, ისე კონსტრუქციითაც. იგი მთლიანი სიბრტყეებისაგან კი არ შედგება, არამედ საფეხურებისაგან. თითოეული საფეხური დაფარულია ჰორიზონტალური ლორფინებით. ყოველი ზედა ლორფინი საფეხურის ვერტიკალურ სიბრტყეს იცავს ატმოსფერული ნალექებისაგან.
 
კოშკი ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვაყორით. მისი გარე ზედაპირი შეულესავთ, მაგრამ დროტა განმავლობაში ბათქაში ჩამოცვენილა. იგი ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეს, რადგან ამ მხარეს მას ორნახევარი საუკუნის განმავლობაში იცავდა კოშკის წინ აღმართული ეკლესია.
 
კოშკის აგების დროსი საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს სათანადო მასალები. კოშკს არ სამშენებლო წარწერა აქვს და არც ისტორიულ დოკუმენტებშია მასზე რაიმე ცნობა შემორჩენილი.
 
<gallery>
ფაილი:Ananuri 002.jpg|„ხევსურული კოშკი” და ღვთისმშობლის ეკლესია
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან