ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

19 ბაიტი დაემატა ,  11 თვის წინ
[[1990]] წლის 19-20 იანვრის ღამეს, ანტი-სომხური და ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის საბაბით, ბაქოში სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები შემოვიდა. ქვეყანაში, ამ მოვლენებს [[შავი იანვარი|შავ ან სისხლიან იანვარს]] უწოდებენ. ამას მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ცდილობდნენ შეაჩერონ ჯარები<ref>«Azerbaijani Militants vowed a 'real guerrilla war' against Soviet forces»/ Wall Street Journal, Bowling Green (Jan 24, 1990)</ref>.
 
დღეს ბაქო ამიერკავკასიის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია{{ფაქტი}}. ბაქოს რეგიონალური განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს<ref>[http://www.anl.az/down/meqale/exo/2011/mart/161854.htm '''Генплан Гянджи представлен на общественные дебаты''']</ref>. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტია „Baku White City“ (ბაქოს თეთრი ქალაქი), რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნის აღმოსავლეთ ნაწილში აღდგენასა და განვითარებას ითვალისწინებს. [[2010]] წლის [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] ბაქოში [[სახელმწიფო დროშის მოედანი (ბაქო)|სახელმწიფო დროშის მოედანი]] გაიხსნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. [[2012]] წლის [[მაისი|მაისში]] ბაქოში გაიმართა [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2012|57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი]], რომლისთვისაც აშენდა Baku Crystal Hall. 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბაქოში 17 წლამდე ასაკის გოგონების მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა. 2015 წლის ივნისში ბაქოში [[ევროპული თამაშები 2015|პირველი ევროპული თამაშები]] ჩატარდა.
 
== გეოგრაფია ==