ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
პ. ზაქარაიას აზრით, ანანურის კომპლექსში ორი ტაძარზე განთავსებული ორი დიდი სამშენებლო წარწერაა, რომლებიც დაკავშირებულია არა არაგვის ერისთავებთან არამედ მის ძმებთან (მთავარი ტაძრის ეკელსია აგებულია ბარძიმ მდივანბეგის მიერ, ხოლო ღვთაების ტაძრის ბალდაქანი აგებულია ოთარ ერისთავის ძმის ედიშერისათვის). შესაბამისად მეცნიერი თვლის რომ, რადგანაც კომპლექსის ტერიტორიაზე არც სასახლე და არც მასთან დაკავშირებული ნაგებობის კვალიც არ შეიმჩნევა, შესაბამისად „არაგვის ერისთავთა რეზიდენცია დუშეთში იყო და სულ ბოლომდეც“. თუმცა იქვე წერს, რომ, „არაგვის ერისთავთა მუდმივი საჯდომი დუშეთი იყო, მაგრამ საჭიროებისა და შემთხვევის მიხედვით ერისთავები ანანურშიაც ისხდნენ“.
 
[[1723]] წელს ანანურს თავს აფარებდნენ თეიმურაზი და კახელები ყიზილბაშთა, ოსმალთა და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო. ვახუშტის სიტყვებით, მათ იქ ყოფნის დროს ლეკნი მოსდგომიან, მაგრამ ვერაფერი დაუკლიათ: „თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსით მივიდნენ ანანურს... ხოლო ლეკნი მოვიდნენ და მოადგნენ ანანურს. მაშინ განამაგრეს კახთა ანანური და ვერა ავნეს ლეკთა და უკუნიქცნენ“.
ანანურის ციხე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირებების ეპიცენტრში. მსგავსი მოვლენებიდან აღსანიშნავია [[ანანურის ბრძოლა|1739 წლის]] ტრაგედია: როდესაც შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ძმის, [[იასე ყულარაღასი|იესეს]] ცოლი ყიზილბაშებისათვის გადაუციათ და ნამუსი აუხდიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია ანანურის ციხეს, სადაც გამაგრებული ყოფილა არაგვის ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. ბრძოლის შედეგად უამრავი ლეკი და ქართველი დახოცილა. მოალყეებს ვერაფერი გაუწყვიათ და ბოლოს წყალსადენი გადაუჭრიათ. ზაფხული ყოფილა, ციხეში მყოფთ უწყლოდ ძალიან გასჭირვებიათ და იძულებულნი გამხდარან სიცოცხლის შენარჩუნების ფიცის სანაცვლოდ დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისი შვილი არ დანებებია და „შეუპოვარ” კოშკში გამაგრებულა. ქსნელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დაუხოცავთ მისი ოჯახის სხვა წევრებიც; შემდეგ ციხე აუღიათ, „შეუპოვარი” კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და შიგ მყოფნი ცოცხლად გამოუწვავთ. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლიათ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ, ნახაძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.<ref>http://novators.ge/pages/dzeglebi.php?id=61#.VGuM9YK6R-s</ref>
 
ამ წლებში ანანური ზარბაზნებით ყოფილა გამაგრებული: „ხოლო მამადყული-ხან შევიდა ანანურს, გამოიღო ზარბაზნები და წარავლინა თელავს“.
 
ანანურის ციხე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირებების ეპიცენტრში. მსგავსი მოვლენებიდან აღსანიშნავია [[ანანურის ბრძოლა|1739 წლის]] ტრაგედია, რომელსაც ვრცლად აღწერს მემატიანე [[პაპუნა ორბელიანი]], რომლის მოთხრობასაც ვახუშტისა და სხვა მემატიანეთა ცნობები ავსებს: როდესაც შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ძმის, [[იასე ყულარაღასი|იესეს]] ცოლი ყიზილბაშებისათვის გადაუციათ და ნამუსი აუხდიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია ანანურის ციხეს, სადაც გამაგრებული ყოფილა არაგვის ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. ბრძოლის შედეგად უამრავი ლეკი და ქართველი დახოცილა. მოალყეებს ვერაფერი გაუწყვიათ და ბოლოს წყალსადენი გადაუჭრიათ. ზაფხული ყოფილა, ციხეში მყოფთ უწყლოდ ძალიან გასჭირვებიათ და იძულებულნი გამხდარან სიცოცხლის შენარჩუნების ფიცის სანაცვლოდ დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისი შვილი არ დანებებია და „შეუპოვარ” კოშკში გამაგრებულა. ქსნელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დაუხოცავთ მისი ოჯახის სხვა წევრებიც; შემდეგ ციხე აუღიათ, „შეუპოვარი” კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და შიგ მყოფნი ცოცხლად გამოუწვავთ. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლიათ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ, ნახაძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.<ref>http://novators.ge/pages/dzeglebi.php?id=61#.VGuM9YK6R-s</ref>
 
[[1743]] წელს მეფე [[თეიმურაზ II]]-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან იგი მეფის მიერ დანიშნულ მოხელეთა რეზიდენცია გახდა. შემდგომ წლებში ანანურის ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. სამეფო ხელისუფლება მას სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდა. მაგალითად, როდესაც ირანის ტახტის მაძიებელი შაჰზადა თეიმურაზსა და [[ერეკლე II|ერეკლეს]] ხელთ ჩაუვარდათ, მათ იგი ანანურში დაამწყვდიეს, შემდეგ კი [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰს]] მიჰგვარეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან